საფრანგეთის რაგბის ნაკრების ყოფილმა მოთამაშე სებასტიან შაბალმა იუთუბის არხ Legend-თან ინტერვიუში თქვა, რომ მას მახსოვრობა დაკარგული აქვს.
"რაგბის მატჩების 1 წამიც კი არ მახსოვს, რაც მითამაშია. 62-დან ერთი მარსელიოზაც (საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი) აღარ მახსოვს.
ბავშვობიდან რაღაცები მაგონდება, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ სხვები მეუბნებიან ამის შესახებ. წარსულ მომენტებს ვეღარ ვიხსენებ.
როცა ამაზე ჩემს ცოლს ველაპარაკები, ვეუბნები, რომ შეგრძნება მაქვს, თითქოს მე არ ვიყავი, ვინც რაგბის თამაშობდა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღარაფერი მახსოვს, შეგრძნება მაქვს, რომ ეს მე არ ვყოფილვარ."
შაბალმა ისიც თქვა, რომ ის თავისი ქალიშვილის დაბადებასაც ვერ იხსენებს, ნევროლოგთან კი კონსულტაცია არ გაუვლია.
"რისთვის მივიდე ექიმთან? ჩემი მეხსიერება აღარ დაბრუნდება." - განაცხადა ფრანგმა ლეგენდამ.
სებასტიან შაბალმა საფრანგეთის ნაკრებში 2000-დან 2011 წლამდე 62 მატჩი ჩაატარა.
