ბარსელონას ვინგერმა რაფინიამ შარშანდელი სეზონის შედეგად ვერმოგებულ ინდივიდუალურ ჯილდოებზე ისაუბრა.
ბრაზილიელმა ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-5 ადგილი დაიკავა და ფეხბურთელების მიერ შედგენილ წლის საუკეთესო გუნდშიც ვერ მოხვდა.
„სიმართლე გითხრათ, გულწრფელად მგონია, რომ უფრო მეტს ვიმსახურებდი. თუმცა, გუნდურად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ.
მე ინდივიდუალური ჯილდოების განაწილებას ვერ ვაკონტროლებ. ბედნიერი ვარ, რომ გამორჩეული სეზონი ჩავატარე, ხმას კი სხვები აძლევენ." - აღნიშნა რაფინიამ.
2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა, მეორე ადგილი კი ბარსელონას სხვა შემტევმა, ლამინ იამალმა დაიკავა.