რაფინიამ ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ნაჩვენები შედეგით ლეო მესის რეკორდი გაიმეორა.
ბარსელონას ვინგერმა ბორუსიასთან 4:0 მოგებულ მატჩში გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ფეხბურთელს უკვე 19 საგოლე ქმედება დაუგროვდა (12 გოლი და 7 საგოლე გადაცემა).
ზუსტად ამდენი დააგროვა 2011/12 სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ლეო მესიმ (14 გოლი და 5 საგოლე პასი), რაც დღემდე ბარსას ისტორიაში ამ ტურნირზე საუკეთესო შედეგი იყო.
4:0 მოგების გათვალისწინებით, რაფინიას ამ ტურნირზე კიდევ მინიმუმ 3 მატჩის ჩატარება მოუწევს (მაქსიმუმ 4), რაც მესის რეკორდის დამხობის კარგ შანსს იძლევა.