კილიან მბაპე მადრიდის რეალში შთამბეჭდავ სტატისტიკას აჩვენებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში მის ანგარიშზე უკვე 7 გოლი და 1 ასისტია, თუმცა მადრიდელი გულშემატკივრებისთვის მხოლოდ ინდივიდუალური შედეგები საკმარისი არ არის - მათ გუნდური ტიტულები სურთ.
ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, ბიქსენტ ლიზარაზუმ Téléfoot-თან საუბარში ეს მოთხოვნა სრულად გაამართლა:
რა სჭირდება კილიანს მადრიდში ყველას გულის მოსაგებად? მან ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, ეს ნათელია. ჩემპიონთა ლიგის მოგება ნებისმიერი კლუბისთვის ისტორიას ქმნის
ლიზარაზუმ ხაზი გაუსვა, რომ ფანებისთვის მთავარი პრიორიტეტი გუნდის წარმატებაა:
გულშემატკივრებს არ ადარდებთ, ვინ არის ლიგის ბომბარდირი. მათ რეალისგან ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება სურთ და ამის შემდეგ, თუ რამე ბონუსებიც იქნება, ბედნიერები იქნებიან. თუ კრიტიკა კილიანისკენ არის მიმართული, ეს შეტევების დაგვირგვინებას არ ეხება, არამედ იმ ფაქტს, რომ დიდმა ფეხბურთელმა მთავარი ტიტულები უნდა მოიგოს. გზავნილი ნათელია!