-
Aa
+
ფონტის ზომა
თუ ოდესმე შეხსენება გჭირდებოდათ, რომ მესი სხვა სამყაროდანაა, ეს სტატისტიკა სწორედ ამისთვისაა. Squawka-ს მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ 4 მაჩვენებელს, რომლითაც რვაგზის ოქროს ბურთის მფლობელი ევროპის ხუთ საუკეთესო ლიგაში კვლავ საუკეთესოდ რჩება.
ამბობენ, რომ ფეხბურთში შორიდან უკვე იშვიათად ისვრიან და თამაში უფრო რობოტული და მონაცემებზე დაფუძნებული გახდა. შესაძლოა, ეს არცაა შემთხვევითობა, რადგან ევროპა დატოვა კაცმა, რომელიც 25 მეტრიდან ისე ასრულებდა, თითქოს ხუთ მეტრში იდგა. 2017-18 წლების სეზონიდან მოყოლებული, მესიმ საჯარიმოს გარედან 40 გოლი გაიტანა 196 მატჩში. ეს 14-ით მეტია მის უახლოეს მდევრებზე, კილიან მბაპესა და ჰარი კეინზე, რომლებმაც ამ პერიოდში, შესაბამისად, 67-ით და 97-ით მეტი მატჩი ჩაატარეს.
შესაძლოა იკითხოთ, რა არის აქ დასაფასებელი, მაგრამ ეს ციფრები შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად ახლოს იყო მესი კიდევ ათეულობით გოლთან. 2017 წლიდან მოყოლებული, ლა ლიგასა და ლიგა 1-ში მესიმ ბურთი ძელს 54-ჯერ მოარტყა. ეს 11-ით მეტია რობერტ ლევანდოვსკის მაჩვენებელზე, რომელიც მესის წასვლის შემდეგ კიდევ სამი სეზონია ევროპაში თამაშობს. ეს მაჩვენებელი ზუსტად ორჯერ აღემატება მის ძველ მეტოქე კრიშტიანუ რონალდუს შედეგს (27), რომელმაც ევროპა მესიზე ნახევარი წლით ადრე დატოვა.
ამ კომპონენტში მესი სულ მცირედით უსწრებს კევინ დე ბრუინეს, 168 შექმნილი შანსი 167-ის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ნაპოლის ნახევარმცველს სულ რამდენიმე მატჩი დასჭირდება მესის ტახტიდან ჩამოსაგდებად, თუმცა ამისთვის მას სამი წელი დასჭირდა. მესამე ადგილზე ლივერპულის ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰია 145 შანსით, რაც 23-ით ნაკლებია მესიზე, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელმა ასზე მეტით მეტი მატჩი ჩაატარა.
ეს ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკაა. 2017-18 წლებიდან 2022-23 წლების სეზონის ჩათვლით, მესიმ 132 გამჭოლი პასი გააკეთა. ბოლო ცხრა სეზონის განმავლობაში მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა მოახერხა ამ ციფრის ნახევრის დაფიქსირებაც კი. მისი უახლოესი მდევარი ბრუნი ფერნანდეშია, რომელიც მესის შედეგს მთელი 48 გადაცემით ჩამორჩება.
დიდი შანსია, ამ სიას ხუთი წლის შემდეგაც რომ ჩავხედოთ, მესი 2017 წლიდან დაფიქსირებული შედეგებით კვლავ პირველი იყოს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის არა მხოლოდ ისტორიაში საუკეთესო მეგოლე, არამედ საუკეთესო შემქმნელიც გახლავთ.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები