ეროვნული ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე საჩემპიონო ბრძოლა უკიდურესად დაძაბულია.
იბერია 1999 59 ქულით დინამო ბათუმთან ერთად ცხრილის თანალიდერია. ამასთან, ლიდერებს მესამეადგილოსანი დინამო თბილისი 1 ქულით, ხოლო მეოთხეადგილოსანი რუსთავი 3 ქულით ჩამორჩება.
ასეთ ვითარებაში სპაერთან შეხვედრას იბერიასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გამარჯვება გუნდს საჩემპიონო ბრძოლაში პოზიციების შენარჩუნების საშუალებას მისცემს, ქულების დაკარგვამ კი შესაძლოა სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალოს.
რა ფორმაში არიან იბერია და სპაერი? - ბოლო ხუთი მატჩის შედარება
შესაბამისად, იბერიასთვის ამ შეხვედრის ფასი განსაკუთრებით მაღალია, სასწორზე საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა დგას.
1. დინამო ბათუმი - 59 ქულა
2. იბერია 1999 - 59 ქულა
3. დინამო თბილისი - 58 ქულა
4. რუსთავი - 56 ქულა
სპაერისა და იბერიას მატჩი 15 ნოემბერს 19:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.
რომელი გუნდი გახდება ეროვნული ლიგის ჩემპიონი თანაბარ ქულებზე?