ეროვნული ლიგის დასრულებამდე 4 ტური დარჩა და საჩემპიონო ბრძოლა ძალიან დაძაბულია.
ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილის ლიდერებს, დინამო ბათუმსა და იბერია 1999-ს, თანაბარი 59-59 ქულა აქვთ, თუმცა საინტერესოა, რომელი გუნდი გახდება ჩემპიონი თანაბარი ქულების შემთხვევაში.
არ უნდა დავივიწყოთ დინამო თბილისი (58 ქულა) და რუსთავიც (56 ქულა), რომლებიც ასევე იბრძვიან ტიტულისთვის.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების მიხედვით სატურნირო ცხრილში სიტუაცია ასე განისაზღვრება:
მაშინ როცა გუნდებს ჯერ არ ამოუწურავთ კალენდრით გათვალისწინებული ურთიერთშეხვედრები, ორი ან ორზე მეტი გუნდის მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში მათი ადგილი ცხრილში განისაზღვრება შემდეგი პრინციპების მიხედვით:
1. ჩემპიონატში ბურთების უკეთესი სხვაობა.
2. ჩემპიონატში გატანილი მეტი გოლი.
3. ჩემპიონატში სტუმრად გატანილი მეტი გოლი.
4. ჩემპიონატში მოგებების მეტი რაოდენობა.
5. ჩემპიონატში სტუმრად მოგებების მეტი რაოდენობა.
6. ჩემპიონატში დაგროვილი ნაკლები სადისციპლინო ქულა (გაძევება – 3 ქულა, ორი გაფრთხილებით გაძევება – 3 ქულა, გაფრთხილება – 1 ქულა; თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს ნაკლები გაძევებით).
იმ შემთხვევებში კი, როცა გუნდს ან გუნდებს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგის გათანაბრების ან უპირატესობის მოპოვების თეორიული შანსიც აღარ აქვთ, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში მათი ადგილი ცხრილში განისაზღვრება შემდეგი პრინციპების მიხედვით:
1. განსახილველ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში დაგროვილი ქულები;
2. განსახილველ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში ბურთების სხვაობა;
3. განსახილველ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში გატანილი მეტი გოლი;
შესაბამისად, მაშინ როცა, იბერია 1999-სა და დინამო ბათუმს სეზონის მე-4 ურთიერთშეხვედრა ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვთ, თანაბარ ქულებზე ცხრილში პირველ ადგილს დინამო ბათუმი იკავებს, რადგან ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს - დინამო ბათუმი (+16), იბერია (+13).
თუმცა სეზონის 3 ურთიერთშეხვედრის შემდეგ უპირატესობა ამ დროისთვის იბერიას აქვს და სეზონი რომ ახლა სრულდებოდეს, ჩემპიონი სწორედ თბილისური გუნდი გახდებოდა:
დინამო ბათუმი 0-3 იბერია
იბერია 1-0 დინამო ბათუმი
დინამო ბათუმი 2-0 იბერია
სეზონის ბოლო ურთიერთშეხვედრას გუნდები ბოლოს წინა, 35-ე ტურში, თბილისში გამართავენ. მატჩი 1 დეკემბერს გაიმართება.
თუ იბერიასა და დინამო ბათუმის ბოლო ურთიერთშეხვედრა ფრედ დასრულდა და გუნდებმა სხვა ყველა მატჩი მოიგეს, მაშინ ჩემპიონი იბერია გახდება, რადგან თბილისურ გუნდს დინამოსთან 7 ქულა ექნება მოპოვებული.
გუნდები დარჩენილ ტურებში შემდეგ მატჩებს გამართავენ:
სპაერი - იბერია
სამგურალი - იბერია
იბერია - დინამო ბათუმი
იბერია - რუსთავი
დინამო ბათუმი - რუსთავი
დინამო ბათუმი - დილა გორი
იბერია - დინამო ბათუმი
ტორპედო - დინამო ბათუმი
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.