გაგრასთან გამარჯვების გოლის ავტორმა, იბერია 1999-ის თავდამსხმელმა ამირან ძაგანიამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
,,ძალიან გახარებული და ბედნიერები ვართ, რომ მორიგი გამარჯვება მოვიპოვეთ.
რაც შეეხება თამაშს, მართლაც დაძაბული და ძალიან საინტერესო მატჩი გამოდგა. ვფიქრობ, პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში რაღაცები შევცვალეთ, ტემპსაც უფრო მოვუმატეთ და ამან შედეგი გამოიღო. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ასეთ დაძაბულ თამაშში გავიმარჯვეთ.
რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, ზედიზედ მესამედ მივდივართ ჩემპიონობაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თასი ავწიოთ. საჩემპიონო გამოცდილება დაგვეხმარება, წინა სეზონებიც ასეთი დაძაბული იყო, როგორც ახლაა, ასე მივდიოდით ქულა ქულაში.
ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს. ვიცით, როდის უნდა მოვითმინოთ, როდის უნდა შევუტიოთ, როდის უნდა გავრისკოთ და რა თქმა უნდა, ეს დაგვეხმარება." - განაცხადა ძაგანიამ.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, 21:45 საათზე იბერია კონფერენს ლიგაზე სახლში, მიხელ მესხის სტაიდიონზე ხეტაფეს უმასპინძლებს. ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.
VIDEO: უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ბოლო წუთებზე - იბერია ჩემპიონატის თანალიდერია
რომელი გუნდი გახდება ეროვნული ლიგის ჩემპიონი თანაბარ ქულებზე?