• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რატომ არის კვარაცხელია ადიდასისთვის იდეალური არჩევანი?
ჯანსაღი ცხოვრებაჯანსაღი ცხოვრება

რატომ არის კვარაცხელია ადიდასისთვის იდეალური არჩევანი?

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი მეამბოხეა და, ალბათ, სწორედ ამიტომაც ერგება ასე კარგად adidas SPZL F.C.-ის მესამე კოლექციას, რომელიც 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის გამოვიდა. - წერს SoccerBible.


,,ამ სიტყვებს ცოტა განმარტება სჭირდება, რადგან აქ ბევრი რამაა სათქმელი. ჩემთვის ქართველი ფეხბურთელი მოთამაშეთა საკმაოდ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება: ის აბსოლუტურად უმაღლესი დონისაა, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში იმაში, რასაც აკეთებს, თუმცა, ამავდროულად, საერთოდ არ გაგიკვირდებოდა, ერთ დღეს შენს კართან რომ გამოჩენილიყო და იმ ონკანის შესაკეთებლად მოსულიყო, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჟონავს.


ეს თითქოს IYKYK-ის („თუ იცი, იცი“) კიდევ უფრო მაღალი დონეა. ეს საიდუმლო არაა, ყველაფერი თვალწინაა. უბრალოდ, საქმე ისაა, გადაწყვეტ თუ არა ამის დანახვას.


ამავე კატეგორიაში მოვაქცევდი ლუკა მოდრიჩს. თუმცა, ამ ტიპის ფეხბურთელების მეფე ყოველთვის ახალგაზრდა მესი იყო, დაახლოებით 2007 წელს, როცა ჯერ კიდევ გრძელი თმა ჰქონდა.


ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს სკოლის მუსიკალურ ჯგუფში ბას-გიტარაზე დაკვრას აპირებდა, საბოლოოდ კი უბრალოდ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდა.



რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელებისა და SPZL-ის ერთმანეთთან დაკავშირებაში აშკარა სიტყვათა თამაშიც არის, თუმცა საქმე ამაზე გაცილებით შორს მიდის.


adidas SPZL ყოველთვის ხარისხის კიდევ ერთი, უფრო მაღალი საფეხური იყო, შესამჩნევი, მაგრამ არა ისეთი, რომელიც თავს გაძალებს. სწორედ ეს პოზიციონირებაა განსაკუთრებით მიმზიდველი.


თითქოს ამბობ: იმდენად კარგი ხარ, რომ ამის ხმამაღლა ყვირილი საერთოდ არ გჭირდება.


ეს დამოკიდებულება SPZL-ს პირველივე დღიდან გასდევს და ფეხბურთის დღევანდელ კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალურია. ეს სპორტი არასდროს ყოფილა ასეთი მასშტაბური, ხმაურიანი და კომერციალიზებული.


ყოველი ახალი პროდუქტის გამოშვებას კინემატოგრაფიული ტრეილერი ახლავს, ყველა ფეხბურთელს საკუთარი პერსონალური ბრენდი აქვს, ხოლო ყოველი ახალი ფორმის პრეზენტაცია ისე იგეგმება, თითქოს ინტერნეტი აუცილებლად უნდა „ააფეთქოს“.


SPZL კი, ამის საპირისპიროდ, ყოველთვის კომფორტულად გრძნობდა თავს ამ ყველაფრისგან ოდნავ მოშორებით. არა იმიტომ, რომ საფეხბურთო კულტურას მოწყვეტილია, უბრალოდ, ის სხვა სიხშირეზეა მომართული. სწორედ აქ ჩნდება SPZL F.C.



უკვე მესამე კოლექციაში adidas SPZL F.C.-ის პროექტი კვლავ შლის ზღვარს საფეხბურთო მემკვიდრეობასა და ყოველდღიურ სტილს შორის.


გარი ასპდენის ხელმძღვანელობით, პროექტი იქცა საშუალებად, რომელიც უშუალოდ თამაშის ნაცვლად, ფეხბურთის გარშემო არსებულ კულტურას იკვლევს, ტრიბუნებს, მოგზაურობას, მეგობრობას, იმ ტანსაცმელს, რომელსაც ადამიანები ფეხბურთის სიყვარულის გამო ატარებენ და არა აუცილებლად ფეხბურთის სათამაშოდ.


2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ამ კონცეფციას ერთგულად მიჰყვება. ფეხსაცმლის ხაზში წარმოდგენილია დაბალპროფილიანი Gazelle SPZL F.C. და Winterhill SPZL F.C., ეს უკანასკნელი კი ცივი სეზონისთვის უფრო უხეშ, სალაშქრო სტილითაა შთაგონებული.


ტანსაცმლის ასორტიმენტში სპორტული მემკვიდრეობის მქონე კოლექციისთვის ყველა მოსალოდნელი ელემენტია: სპორტული ზედები და შარვლები, გრძელმკლავიანი მაისურები, სვიტშოტები და მაისურები.


ამას დაუმატეთ შარფი, კეპი და ფეხბურთის ბურთიც კი და შედეგად ეს ყველაფერი ნაკლებად ჰგავს უბრალოდ სეზონურ კოლექციას, უფრო სრულყოფილი საფეხბურთო ცხოვრების სტილის უნიფორმის შთაბეჭდილებას ტოვებს.



და სწორედ აქ ხდება გასაგები, რატომ არის კვარაცხელია ამ პროექტისთვის ასეთი ზუსტი არჩევანი.


მიუხედავად იმისა, რომ დღეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთელია, მას მაინც ახლავს ერთგვარი ბუნებრივი, თავშეკავებული ავთენტურობა. თავმდაბლობა და მოკრძალება.


თითქოს ამბობს: „დიდად არ მაინტერესებს ეს ყველაფერი, მაგრამ კარგი, მომეცი ბურთი და ამ თამაშს მოგაგებინებ“.


მასში არაფერი ჩანს ხელოვნურად შექმნილი. არ გიჩნდება განცდა, რომ მოედნის მიღმა რაღაც როლს თამაშობს. უყურებ, როგორ უსხლტება მცველებს და თითქოს ხელშეუხებელია.


შემდეგ ხედავ სარეკლამო კამპანიის ფოტოებში, ბრუტალისტური არქიტექტურისა და ინდუსტრიული გარემოს ფონზე და მაინც ზუსტად იმავე ადამიანად რჩება.


შესაძლოა, საქმე წვერშია. იმ არასტანდარტულ დეტალში, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ესთეტიკაში ბოლომდე თითქოს არც ჯდება, ზუსტად ისე, როგორც მესის ზემოხსენებული გრძელი თმა. მაგრამ მათ ეს საერთოდ არ ადარდებთ და, ჯანდაბა, სწორედ ამის გამო მიყვარს ეს ყველაფერი.



ეს იშვიათობაა. კვარაცხელია ახერხებს, ელიტური იყოს ისე, რომ მიუწვდომლად არ გამოიყურებოდეს. იყოს სტილური ისე, რომ არ ჩანდეს, თითქოს ამისთვის ზედმეტად ცდილობს.


სწორედ ეს ბალანსი გამოხატავს SPZL-ის ხიბლს გაცილებით უკეთ, ვიდრე ამას პროდუქტის მახასიათებლების ნებისმიერი ჩამონათვალი შეძლებდა.


SPZL-ის საუკეთესო კოლექციები არასდროს ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ აქტუალურობას გამუდმებით მისდევდა, იმიტომ, რომ ამ ბრენდმა ყოველთვის იცოდა, საიდან მოდიოდა მისი აქტუალურობა.


იგივე შეიძლება ითქვას კვარაცხელიაზეც. არც ერთს სჭირდება რაიმეს ძალით დამტკიცება. არც ერთს სჭირდება ოთახში ყველაზე ხმამაღალი იყოს. ისინი უბრალოდ საკუთარ ხარისხს ენდობიან და დანარჩენი უკვე თავისით მოდის.


და ეპოქაში, როდესაც ყველა სასოწარკვეთით ცდილობს დაგარწმუნოს, რამდენად განსაკუთრებულია, ალბათ სწორედ ეს არის ყველაზე განსაკუთრებული რამ." - წერია SoccerBible-ის სტატიაში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ადიდასი
ქართული ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იტალიური მედია მკითხველს მოუწოდებს, რომ კვერნაძეს ახალი კვარა არ დაუძახონ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იტალიური მედია მკითხველს მოუწოდებს, რომ კვერნაძეს ახალი კვარა არ დაუძახონ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელი ინგლისური და იტალიური კლუბები ინტერესდებიან კვერნაძით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელი ინგლისური და იტალიური კლუბები ინტერესდებიან კვერნაძით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სრული შემადგენლობით - ერთა ლიგისთვის მზადება გრძელდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: სრული შემადგენლობით - ერთა ლიგისთვის მზადება გრძელდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძის ღირებულება გაორმაგდა - ყველაზე ძვირადღირებული ქართველები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძის ღირებულება გაორმაგდა - ყველაზე ძვირადღირებული ქართველები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

24 სთ წინ

იტალიური მედია მკითხველს მოუწოდებს, რომ კვერნაძეს ახალი კვარა არ დაუძახონ

News image

23 სთ წინ

რომელი ინგლისური და იტალიური კლუბები ინტერესდებიან კვერნაძით?

News image

19 სთ წინ

VIDEO: სრული შემადგენლობით - ერთა ლიგისთვის მზადება გრძელდება

News image

18 სთ წინ

კვერნაძის ღირებულება გაორმაგდა - ყველაზე ძვირადღირებული ქართველები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება