მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გაბედული პროგნოზი გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ის პარი სენ-ჟერმენს ტექნიკურად უფრო ძლიერ გუნდად მიიჩნევს, რიო დარწმუნებულია, რომ მიკელ არტეტას საიდუმლო იარაღი აქვს, რომელიც ბუდაპეშტში გადამწყვეტი აღმოჩნდება.
არსენალის შანსები ევროპულ დიდებაზე
არსენალი ისტორიის დაწერასთან ახლოსაა - ბუკაიო საკას გმირობამ ატლეტიკოს წინააღმდეგ გუნდი ფინალში გაიყვანა, სადაც ისინი ისტორიული დუბლის (პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა) შესრულებას შეეცდებიან.
„ვთქვი, რომ არსენალი წელს პრემიერ ლიგას მოიგებდა და ვფიქრობ, მოიგებენ კიდეც. ახლა კი მგონია, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგასაც დაეუფლებიან“, - განაცხადა ფერდინანდმა საკუთარ YouTube არხზე.
სტანდარტული მდგომარეობების ფაქტორი
ფერდინანდმა აღიარა, რომ ლუის ენრიკეს გუნდი უფრო სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა მათი სუსტი წერტილი ფიზიკური ბრძოლა და სტანდარტებია:
პსჟ 100%-ით უკეთესი გუნდია, მათ საუკეთესო სათამაშო სტილი აქვთ პლანეტაზე. თუმცა, სტანდარტულების დროს თავს არაკომფორტულად გრძნობენ. არსენალი კი ამ კომპონენტში საუკეთესოა. თუ ისინი კუთხურებს ან ჯარიმებს მოიპოვებენ, ამ პატარა პარიზულ გუნდს ნამდვილ სასაკლაოს მოუწყობენ
გარი ნევილის საპირისპირო აზრი
ფერდინანდისგან განსხვავებით, გარი ნევილი სკეპტიკურად არის განწყობილი. მისი აზრით, პარიზული გრანდი განვითარების იმ ეტაპზეა, სადაც მათი შეჩერება შეუძლებელია:
პსჟ არსენალზე უკეთესია, ამას ვერ გაექცევი. ვფიქრობ, დადგა მომენტი, როცა პსჟ ზედიზედ მეორედ მოიგებს ტიტულს