• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
რატომ „დაშორდნენ'' ერთმანეთს პოგმა და მოურინიო?
ფეხბურთიფეხბურთი

რატომ „დაშორდნენ'' ერთმანეთს პოგმა და მოურინიო?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პოლ პოგბამ, რომელიც ამჟამად მონაკოს ფეხბურთელია, რიო ფერდინანდის პოდკასტში მანჩესტერ იუნაიტედში გატარებული პერიოდი გაიხსენა და ჟოზე მოურინიოსთან დაპირისპირების რეალური მიზეზები დაასახელა.


33 წლის ფრანგი ნახევარმცველის თქმით, მათი „განქორწინება“ ტრავმებთან დაკავშირებულმა მუდმივმა კითხვებმა და ერთმა საბედისწერო ფოტომ გამოიწვია.

პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში 2016 წელს, 100 მილიონ ევროზე მეტად შეფასებული ტრანსფერით დაბრუნდა. მისი თქმით, თავიდან პორტუგალიელ სპეციალისტთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა:

თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ერთმანეთს მესიჯებსაც ვწერდით. ის მართლაც სასაცილო და განსაკუთრებული პიროვნებაა. თუმცა, ვფიქრობ, ტრავმებმა ჩვენს შორის დისტანცია გააჩინა. მედია მუდმივად ჩემზე ეკითხებოდა, რამაც ალბათ გააღიზიანა. სულ პოლი, პოლი, პოლი... ამან ყველაფერი გააფუჭა


ურთიერთობა საბოლოოდ მაშინ დაიძაბა, როდესაც პოგბა რეაბილიტაციის კურსს მაიამიში გადიოდა. პაპარაციმ ფეხბურთელსა და მის მეუღლეს, ზულაის, ფოტო გადაუღო, რომელიც მოურინიომ პოგბას მაშინდელ აგენტს, მინო რაიოლას გადაუგზავნა. ამით ეჭვქვეშ დააყენა ის, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდებოდა ფეხბურთელი მკურნალობის პროცესს.


მაიამიში სარეაბილიტაციოდ წავედი. პაპარაციმ მე და ჩემს ცოლს ფოტო გადაგვიღო, ჟოზემ კი ეს სურათი მინოს გაუგზავნა. ეს საერთოდ არ მომეწონა. ის ამბობდა, თითქოს შვებულებაში ვიყავი, როცა ჩვენ იქ თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით. მოურინიოს ვუთხარი: ''მართლა? მე ტრავმა მაქვს და დღეში სამჯერ ვვარჯიშობ. შენი აზრით, ვინ ვარ?'' ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მწვრთნელთან პრობლემა შემექმნა


ამ ინციდენტის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. მოურინიომ პოგბას ვიცე-კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა, სარკასტულად აკრიტიკებდა მის თამაშს და ერთხელ ვირუსიც კი უწოდა. მათი დაპირისპირება პიკს სავარჯიშო მოედანზე მიაღწია, რაც კამერებმაც დააფიქსირეს. საბოლოოდ, პოგბამ მანჩესტერ იუნაიტედი 2022 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მანჩესტერი
ჟოზე მოურინიო
პოგბა
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ეკიტიკემ ოპერაცია გაიკეთა - როდის დაბრუნდება ფრანგი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეკიტიკემ ოპერაცია გაიკეთა - როდის დაბრუნდება ფრანგი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტიმ პეპ გვარდიოლას ჩამნაცვლებელი იპოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტიმ პეპ გვარდიოლას ჩამნაცვლებელი იპოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რასიზმთან ბრძოლა თუ შეურაცხყოფა? სკანდალური ილუსტრაცია სკოლებში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რასიზმთან ბრძოლა თუ შეურაცხყოფა? სკანდალური ილუსტრაცია სკოლებში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლამპარდის კომენტარი ჩელსიში შესაძლო დაბრუნებაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლამპარდის კომენტარი ჩელსიში შესაძლო დაბრუნებაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

ეკიტიკემ ოპერაცია გაიკეთა - როდის დაბრუნდება ფრანგი?

News image

9 სთ წინ

სიტიმ პეპ გვარდიოლას ჩამნაცვლებელი იპოვა

News image

8 სთ წინ

რასიზმთან ბრძოლა თუ შეურაცხყოფა? სკანდალური ილუსტრაცია სკოლებში

News image

3 სთ წინ

ლამპარდის კომენტარი ჩელსიში შესაძლო დაბრუნებაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება