სენეგალის ნაკრების ვინგერმა სადიო მანემ განმარტა, რატომ დააბრუნა თანაგუნდელები მოედანზე აფრიკის თასის ფინალში.
მეორე ტაიმისთვის დამატებული 24-ე წუთზე ბრაჰიმმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა პანენკას სტილში შეასრულა, თუმცა მეტოქის მეკარემ, ედუარ მენდიმ, ბურთი მარტივად დაიჭირა. პენალტის შესრულებას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაპირისპირება მის დანიშვნასთან დაკავშირებით, რის გამოც სენეგალის ნაკრები გარკვეული დროით მოედანსაც ტოვებდა.
საბოლოოდ, სენეგალის ნაკრების ფეხბურთელები მოედანზე სადიო მანემ დააბრუნა.
„ფეხბურთი განსაკუთრებულია. მატჩს მთელი მსოფლიო უყურებდა, ამიტომ ფეხბურთისთვის კარგი სახე უნდა შეგვენარჩუნებინა. ვფიქრობ, სიგიჟე იქნებოდა თამაშის გაგრძელებაზე უარის თქმა მხოლოდ იმის გამო, რომ არბიტრმა პენალტი დანიშნა.
ეს ყველაზე ცუდი რამ იქნებოდა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, განსაკუთრებით აფრიკული ფეხბურთისთვის. მირჩევნია დავმარცხებულიყავი, ვიდრე ჩვენს ფეხბურთს მსგავსი რამ დამართნოდა.
ვფიქრობ, ეს მართლაც ცუდი შემთხვევაა. ფეხბურთი არ უნდა ჩერდებოდეს ათი წუთით, მაგრამ რა უნდა გაგვეკეთებინა? უნდა მივიღოთ ის, რაც მოხდა. მთავარი ის არის, რომ დავბრუნდით და მატჩი ბოლომდე ვითამაშეთ, ხოლო რაც მოხდა, ის მოხდა“, — განაცხადა მანემ.