ბარსელონამ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელის შეძენაზე უარი განაცხადა.
კატალონიური კლუბი ლისაბონის სპორტინგის კოლუმბიელი ფორვარდის, 28 წლის ლუის სუარესის დამატებას იმ შემთხვევაში გეგმავდა, თუ მადრიდის ატლეტიკოდან ხულიან ალვარესის ტრანსფერი ჩაიშლებოდა. თუმცა, როგორც ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს, ესპანურმა გრანდმა ალტერნატიულ ვარიანტზე მოლაპარაკებები საბოლოოდ შეწყვიტა.
ტრანსფერის ჩაშლის მთავარი მიზეზი ფინანსური დეტალები გახდა. კატალონიელთათვის სუარესის გამოსასყიდი თანხა ძალიან მაღალი აღმოჩნდა.
პარალელურად, ხულიან ალვარესი კატალონიურ კლუბში გადასვლის სურვილს კვლავ აქტიურად გამოხატავს და ბარსელონაც ამ ტრანსფერით სერიოზულადაა დაინტერესებული. არგენტინელი ვარსკვლავი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკისა და სპორტული დირექტორის, დეკუს უალტერნატივო არჩევანს წარმოადგენს, რის გამოც კლუბი მთელ რესურსს სწორედ მის გადმოსაყვანად მიმართავს.