• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
რატომ თქვა უარი ვინსენ კომპანიმ მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობაზე?
ფეხბურთიფეხბურთი

რატომ თქვა უარი ვინსენ კომპანიმ მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობაზე?

18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიუნხენის ბაიერნში ვინსენ კომპანი ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს.


მისი ავტორიტეტი იმდენად გაიზარდა, რომ ბელგიელი სპეციალისტის მომსახურება მოედნის მიღმაც მოთხოვნადი გახდა, თუმცა მან ყველა წინადადებაზე უარი განაცხადა.


გთავაზობთ მიუნხენის ბაიერნის ირგვლივ არსებულ უახლეს ამბებსა და ჭორებს


კომპანიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ექსპერტობაზე უარი თქვა


მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელმა უარყო შეთავაზებები, გამხდარიყო სატელევიზიო ექსპერტი მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.

Daily Mail-ის ჟურნალისტის, მაიკ კიგანის ინფორმაციით, რამდენიმე ინგლისურმა ტელეარხმა ბელგიელს ტურნირის დროს მუშაობა შესთავაზა. კომპანის მიზანია, ტიტულებით დახუნძლული და დამღლელი სეზონის შემდეგ ძალები აღიდგინოს და ახალ სეზონს დასვენებული შეხვდეს.

ინგლისური მაუწყებლები განსაკუთრებით დაინტერესებულნი იყვნენ მისი შიდა ინფორმაციით ჰარი კეინის შესახებ. ლევერკუზენის ბაიერთან გერმანიის თასის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიმ ეს ცნობა იუმორით დაადასტურა:

„რატომ უნდა ვიმუშაო ტელევიზიაში შვებულების დროს? ასე თუ მოვიქცევი, მომავალ წელს მიუნხენში ოჯახი აღარ დამხვდება“, - იხუმრა მან.


ყოფილი სპორტული დირექტორი მათიას ზამერს პასუხობს


მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან ნერლინგერმა, მათიას ზამერის მიერ საფეხბურთო აგენტების მისამართით გამოთქმული მწვავე კრიტიკა დაგმო.

ზამერმა განაცხადა, რომ აგენტების ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, რადგან ისინი ზედმეტად ბევრ ფულს გამოიმუშავებენ და არასაჭირონი არიან. ნერლინგერმა, რომელიც ახლა საკუთარ სააგენტოს ფლობს, Kicker-თან საუბრისას აღნიშნა:

„მთელი პროფესიის გაუქმების მოთხოვნა უკიდურესობაა. პატივს ვცემ მათიასს, მაგრამ მისი გამონათქვამები ტრამპის სტილის რიტორიკას ჰგავს, რაც კარგი სანახავი არ არის“.

ნერლინგერმა აღიარა, რომ აგენტების ბიზნესში გარკვეული პრობლემები მართლაც არსებობს, რაზეც კლუბის ხელმძღვანელები, ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე ხშირად საუბრობენ. მისი თქმით, მიუნხენის ბაიერნი საერთაშორისო სტანდარტებითაც კი უზარმაზარ ხელფასებს იხდის, რაც ავტომატურად იწვევს აგენტების მაღალ საკომისიოებსაც.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბაიერნი
ვინსენ კომპანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბაიერნმა ბუნდესლიგის 35-ე ტიტული მოიპოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბაიერნმა ბუნდესლიგის 35-ე ტიტული მოიპოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კამავინგა წითელი ბარათის მიღების შემდეგ ატირდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კამავინგა წითელი ბარათის მიღების შემდეგ ატირდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კომპანის ემოციები და „წლის ფოტო“: ბაიერნმა 35-ე ტიტული იზეიმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კომპანის ემოციები და „წლის ფოტო“: ბაიერნმა 35-ე ტიტული იზეიმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოა: „მსაჯმა აშკარა უხეში შეცდომა დაუშვა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოა: „მსაჯმა აშკარა უხეში შეცდომა დაუშვა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

19 აპრ, 2026

ბაიერნმა ბუნდესლიგის 35-ე ტიტული მოიპოვა

News image

20 აპრ, 2026

კამავინგა წითელი ბარათის მიღების შემდეგ ატირდა

News image

20 აპრ, 2026

კომპანის ემოციები და „წლის ფოტო“: ბაიერნმა 35-ე ტიტული იზეიმა

News image

20 აპრ, 2026

არბელოა: „მსაჯმა აშკარა უხეში შეცდომა დაუშვა"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება