უეფას კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 შვედურ მიალბის უმასპინძლებს.
ბრიტანული სპორტული გამოცემების ანალიტიკოსები მატჩის წინ თბილისელთა შანსებს დადებითად აფასებენ.
საერთაშორისო მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ იბერია 1999 შეხვედრას კარგი განწყობით ხვდება, რასაც ეროვნულ ლიგაში გორის დილასთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებაც (2:0) მოწმობს.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებმა კონფერენს ლიგის სტარტზე ბელგიურ სენტ-ტრუიდენთან (0:2) მარცხი განიცადეს, საკუთარ მოედანზე თამაში მათ დამატებით უპირატესობას აძლევს.
რაც შეეხება შვედეთის ჩემპიონ მიალბის, ევროპელი ექსპერტები ხაზს უსვამენ მათ სუსტ ასპარეზობას შიდა ჩემპიონატში, სადაც გუნდს ბოლო თვეების განმავლობაში სერიოზული კრიზისი აქვს, თუმცა ევროთასებზე შვედებმა სტარტზე ანდორულ ინტერ ესკალდესს 2:0 მოუგეს.
უცხოელი ანალიტიკოსების ვარაუდით, შვედური კლუბის მძიმე შიდა დინამიკისა და იბერიას საშინაო ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს ჩემპიონს ქულების მოპოვების შესანიშნავი შანსი აქვს.
მატჩის ძირითად პროგნოზად იბერია 1999-ის მოგება ან ფრე დასახელდა.