შვედური მედია მიალბის კრიზისსა და იბერიასთან მატჩზე წერს.
გამოცემა Fotbollsbilagan იბერია 1999-ის მომავალი მეტოქის, მიალბის ირგვლივ შექმნილ მძიმე სატურნირო ვითარებაზე საუბრობს.
ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მიალბიმ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და შვედეთის ჩემპიონატი (Allsvenskan) მოიგო. დღეს გუნდი უმძიმეს კრიზისშია.
24 ტურის შემდეგ 23 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება და ბოლო ადგილზე მყოფ კალმარს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, რის გამოც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
კლუბის ყოფილმა თავმჯდომარემ, მაგნუს ემეუსმა, რომელიც 11 წელი იღწვოდა მიალბის ჩემპიონად ჩამოყალიბებისთვის, შვედურ მედიასთან საუბრისას აღნიშნა:
წარმატებამ სრულიად განსხვავებული მოლოდინები გააჩინა.
შვედური გამოცემა აღნიშნავს, რომ ალსვენსკანის დასრულებამდე დარჩენილ 6 ტურში მიალბის უმძიმესი კალენდარი ელის, თუმცა მანამდე გუნდს გრძელი მოგზაურობა და ევროპული გამოცდა აქვს წინ თბილისში.
შეგახსენებთ, რომ იბერია 1999 კონფერენს ლიგის მომდევნო მატჩს 22 ოქტომბერს, 20:45 საათზე, მიალბის წინააღმდეგ სახლში გამართავს!
ისტორიული შეხვედრის ბილეთების გაყიდვა ოფიციალურად დაიწყო და მათი შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე.