• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რატომ ვერ აუქმებს არგენტინა მესის ათიანს
ფეხბურთიფეხბურთი

რატომ ვერ აუქმებს არგენტინა მესის ათიანს

9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლიონელ მესი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თავის ბოლო საერთაშორისო მატჩს ჩაატარებს, თუმცა ათიანი ნომერი, რომელსაც ის 2009 წლიდან ატარებს, საფეხბურთო მოედნებიდან არ გაქრება. ამას ფიფას წესები განაპირობებს.


39 წლის მესი ეროვნული გუნდის მაისურით რიგით 208 და უკანასკნელ შეხვედრას სამშაბათს ბუენოს აირესში, მონუმენტალის სტადიონზე ბენინის წინააღმდეგ ჩაატარებს. მისი ისტორიული კარიერა არგენტინის ნაკრებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის ორი ტიტულის მოგებას მოიცავს.

ფრანგული გამოცემა ფუტ მერკატოს ინფორმაციით, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, კლაუდიო ტაპიას მესის პატივსაცემად ათიანი ნომრის ხმარებიდან ამოღება სურდა, რათა საერთაშორისო ფეხბურთიდან მისი წასვლის შემდეგ ეს მაისური სხვა მოთამაშეებს აღარ მოერგოთ.

თუმცა, ეს სურვილი ფიფას რეგულაციებს ეწინააღმდეგება. დიდ ტურნირებზე გუნდებმა ფეხბურთელებს ნომრები ერთიდან ოცდაექვსამდე უნდა გაუნაწილონ, რაც მსოფლიო ჩემპიონატსა თუ კოპა ამერიკაზე ათიანი ნომრის სიიდან ამოღებას შეუძლებელს ხდის.

არგენტინას შეუძლია ეს მაისური ვაკანტური მხოლოდ ზოგიერთ ამხანაგურ მატჩში დატოვოს. ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებზე კი მათ მოუწევთ, რომ ის რომელიმე ფეხბურთელს გადასცენ.

ამდენად, მესის წასვლის მიუხედავად, ათიანი ნომერი არგენტინის ნაკრებში 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე კვლავ დაბრუნდება და არგენტინული ფეხბურთის ლეგენდასთან ამდენი ხნის განმავლობაში დაკავშირებული მაისურის ტარების ტვირთს სხვა მოთამაშე გადაიბარებს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

argentina
მესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მარადონა კრუიფის წინააღმდეგ - დავიწყებული სანაკრებო ჯახის არქივი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარადონა კრუიფის წინააღმდეგ - დავიწყებული სანაკრებო ჯახის არქივი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონი: „ვინ აიღებს ნაკრებში მესის 10-ნომრიან მაისურს?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონი: „ვინ აიღებს ნაკრებში მესის 10-ნომრიან მაისურს?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომამ დიბალა და მოლინა მესის გამოსამშვიდობებელ მატჩზე არ გაუშვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომამ დიბალა და მოლინა მესის გამოსამშვიდობებელ მატჩზე არ გაუშვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის გარეშე - არგენტინამ ახალი ეპოქა შთამბეჭდავად დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის გარეშე - არგენტინამ ახალი ეპოქა შთამბეჭდავად დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

29 სექ, 2026

მარადონა კრუიფის წინააღმდეგ - დავიწყებული სანაკრებო ჯახის არქივი

News image

29 სექ, 2026

სკალონი: „ვინ აიღებს ნაკრებში მესის 10-ნომრიან მაისურს?"

News image

29 სექ, 2026

რომამ დიბალა და მოლინა მესის გამოსამშვიდობებელ მატჩზე არ გაუშვა

News image

01 ოქტ, 2026

VIDEO: მესის გარეშე - არგენტინამ ახალი ეპოქა შთამბეჭდავად დაიწყო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება