არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ლიონელ მესის ნაკრებიდან წასვლის ფონზე, მე-10 ნომრიან მაისურზე ისაუბრა.
39 წლის თავდამსხმელის გამოსამშვიდობებელი მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება – არგენტინელები ბენინს დაუპირისპირდებიან. მანამდე ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს ბოლივიასა და ბურკინა-ფასოსთან ჩაატარებს.
„ამ მატჩებში მე-10 ნომრით არავინ ითამაშებს.
ჩვენ არ ვართ ვალდებულები, ის ვინმეს გადავცეთ. ლეოს მატჩამდე ამ ნომერს არავის მივცემთ, შემდეგ კი ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ნომერი ვინმემ მუდმივ საფუძველზე აიღოს", - განაცხადა სკალონიმ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ფიფას წესების თანახმად, ნაკრებს ხმარებიდან ნომრის ამოღების უფლება არ აქვს.