ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ გუნდის ახალი კაპიტანი კრისტიან „კუტი“ რომერო გახდება.
ეს ინფორმაცია ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ დაადასტურა.
სკალონიმ ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც არგენტინის ბოლივიასთან, ბურკინა-ფასოსთან და ბენინთან გასამართ ამხანაგურ მატჩებს უძღოდა წინ.
მისი თქმით, რომერო აქამდეც მესამე კაპიტანი იყო, ლიონელ მესისა და ნიკოლას ოტამენდის შემდეგ.
„კუტი კაპიტანი იქნება. ის აქამდეც მესამე კაპიტანი იყო ლეოსა და ოტას შემდეგ“, - განაცხადა სკალონიმ და დაამატა, რომ კაპიტნის სამკლავურის გაკეთება ემილიანო მარტინესს, როდრიგო დე პაულსა და ლაუტარო მარტინესსაც შეეძლებათ.
28 წლის რომეროს არგენტინის ნაკრები კაპიტნის რანგში უკვე 3-ჯერ გაუყვანია. პირველად მან სამკლავური 2025 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩილესთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში მოირგო.
მოგვიანებით კი გუნდს ვენესუელასა და მავრიტანიასთან მატჩებშიც უკაპიტნა.
რაც შეეხება მესის, ის არგენტინის ნაკრების მაისურით უკანასკნელ შეხვედრას 6 ოქტომბერს, ბენინის წინააღმდეგ, მონუმენტალზე გამართავს.
მესის „უკანასკნელი ტანგო“ არგენტინაში - ბილეთები უსწრაფესად გაიყიდა