• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მესის „უკანასკნელი ტანგო“ არგენტინაში - ბილეთები უსწრაფესად გაიყიდა
ფეხბურთიფეხბურთი

მესის „უკანასკნელი ტანგო“ არგენტინაში - ბილეთები უსწრაფესად გაიყიდა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან გამოსამშვიდობებელი მატჩის, რომელიც 6 ოქტომბერს ბენინის წინააღმდეგ გაიმართება, ყველა ბილეთი ორ საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა.


მოთხოვნა უზარმაზარი იყო და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას მარტივად შეეძლო გაცილებით მეტი ბილეთის გაყიდვა, ვიდრე ბუენოს-აირესის მონუმენტალის სტადიონზე მატჩისთვის ხელმისაწვდომი 80 000 ბილეთი იყო.


მესიმ არგენტინის ნაკრებში 21-წლიანი კარიერა აგვისტოს ბოლოს დაასრულა. თუმცა, მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ის კიდევ ერთხელ გამოიძახა ბენინთან მატჩისთვის, რათა ლეგენდარულ ფეხბურთელს ნაკრებიდან სათანადოდ დაემშვიდობონ.


არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ განაცხადა, რომ მესიმ მიწვევა მიიღო. მატჩზე ასევე მიწვეულები არიან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების ყველა ფეხბურთელი და მათი ოჯახის წევრები.


ტაპიამ ღონისძიებას „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის უკანასკნელი ტანგო“ უწოდა.


მესის არგენტინის ნაკრებში 207 მატჩი აქვს ჩატარებული და 125 გოლი გატანილი, ორივე მაჩვენებელი ეროვნული რეკორდია.


მსოფლიოს რვაგზის საუკეთესო ფეხბურთელმა 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2014 და 2026 წლებში მუნდიალის ფინალშიც ითამაშა. გარდა ამისა, მან არგენტინის ნაკრებთან ერთად ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა.


ბენინთან შეხვედრა არგენტინის ნაკრებისთვის ამ სანაკრებო პაუზის განმავლობაში დაგეგმილი 3 ამხანაგური მატჩიდან ბოლო იქნება.


მანამდე ალბისელესტე 30 სექტემბერს კორდობაში ბოლივიას შეხვდება, ხოლო 3 ოქტომბერს ბუენოს-აირესში ბურკინა-ფასოს დაუპირისპირდება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

argentina
მესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჟოან ლაპორტამ მესის ორჯერ უღალატა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟოან ლაპორტამ მესის ორჯერ უღალატა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის მორიგი გოლი ჯარიმიდან - რამდენი დარჩა რეკორდამდე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის მორიგი გოლი ჯარიმიდან - რამდენი დარჩა რეკორდამდე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„სანამ არ წავა, ოქროს ბურთი სულ მას უნდა მივცეთ“ - რომერო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„სანამ არ წავა, ოქროს ბურთი სულ მას უნდა მივცეთ“ - რომერო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონიმ დაადასტურა - ვინ იქნება არგენტინის ნაკრების ახალი კაპიტანი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონიმ დაადასტურა - ვინ იქნება არგენტინის ნაკრების ახალი კაპიტანი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სექ, 2026

ჟოან ლაპორტამ მესის ორჯერ უღალატა?

News image

21 სექ, 2026

VIDEO: მესის მორიგი გოლი ჯარიმიდან - რამდენი დარჩა რეკორდამდე?

News image

22 სექ, 2026

„სანამ არ წავა, ოქროს ბურთი სულ მას უნდა მივცეთ“ - რომერო

News image

30 წთ წინ

სკალონიმ დაადასტურა - ვინ იქნება არგენტინის ნაკრების ახალი კაპიტანი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება