მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩაბი ალონსოს გათავისუფლების შემდეგ, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელთან პირადად ისაუბრა.
„მე ვხედავ ცვლილებებს უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე მხოლოდ სამწვრთნელოა. ზუსტად ვიცი, რომ რეალის პრეზიდენტი პირადად ესაუბრა რამდენიმე ფეხბურთელს და დამოკიდებულების შეცვლა სთხოვა. ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, ბელინგემიც არის.
და არა მხოლოდ ბელინგემი. მასტანტუონო ახლა აღარ გამოიყურება ისე, როგორც სეზონის დასაწყისში, გიულერი თამაშობს ისე, როგორც ტრანსფერის დროს გვპირდებოდნენ, ვალვერდე და კამავინგა, რომლებიც საჯაროდ ჩიოდნენ, როცა ფლანგის მცველებად უწევდათ თამაში, ახლა ამას უკმაყოფილების გარეშე აკეთებენ.
ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ „არბელოას ეფექტი“ რეალურად „ფლორენტინოს ეფექტი“ იყოს“, – განაცხადა Cadena SER-ის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა ფრანსისკო ხოსე დელგადომ.