რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, მწვრთნელმა და შემდეგ სპორტულმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, ალვარო არბელოას ხელმძღვანელობით გუნდის თამაშში არსებული განსხვავებები გამოკვეთა.
„არბელოა შესანიშნავად ართმევს თავს ფეხბურთელებისთვის თავდაჯერებულობის დაბრუნებას.
ვილიარეალთან მატჩში ნაჩვენები მოტივაცია შთამბეჭდავი იყო. გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთიანად მოქმედებდა — პირველი წუთიდან 90-მდე. ეს ჩაბი ალონსოს დროს არ ხდებოდა.
ალონსოს პერიოდში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ფეხბურთელები 20-25 წუთის განმავლობაში ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებებს, შემდეგ კი გუნდი იშლებოდა, კონცენტრაციას კარგავდა და შედეგად ცუდ ფეხბურთს აჩვენებდა.
— არბელოას დროს ფეხბურთელები მეტ თავდადებას იჩენენ?
„ისინი თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ. არ ვიცი, კონკრეტულად რა მოხდა გუნდში ჩაბი ალონსოს დროს, მაგრამ აშკარაა, რომ რაღაც შეიცვალა. ვფიქრობ, არბელოამ ეს კარგად გაიგო და სიტუაციას ასწორებს." — თქვა ვალდანომ Deporte Plus+-ის ეთერში.