• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
რჩება როსენიორი ჩელსიში? კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო
ფეხბურთიფეხბურთი

რჩება როსენიორი ჩელსიში? კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო

17 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

Daily Mail-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინო გამოვარდნის მიუხედავად, ჩელსი მთავარი მწვრთნელის, ლიამ როსენიორის პოსტიდან დათხოვნას არ გეგმავს.

ლონდონელები მერვედფინალში პსჟ-სთან ორი მატჩის ჯამში 2:8 განადგურდნენ, რაც კლუბის ისტორიაში ევროტურნირებზე ყველაზე მძიმე მარცხია. ჩელსი უკვე გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგასა და ლიგის თასს, ბოლო კვირებში ჩავარდნილი ფორმის გამო კი პრემიერ ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრის შანსიც საფრთხის ქვეშაა.

მიუხედავად ამისა, როსენიორს კლუბის მფლობელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მის სამუშაოს საფრთხე არ ემუქრება. ინგლისელ სპეციალისტს 6.5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და არისტოკრატები მისი გაწყვეტის წინააღმდეგნი არიან. ფეხბურთელების აგენტების თქმით, გუნდს როსენიორი ძალიან მოსწონს და მოთამაშეები მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

ინგლისელ ტაქტიკოსს პრემიერ ლიგაში 8 მატჩი დარჩა სიტუაციის გამოსასწორებლად. გარდა ამისა, ჩელსი კვლავ აგრძელებს ბრძოლას ასოციაციის თასზე, რაც ამ ტურბულენტური სეზონის ტიტულით დასრულების ერთადერთი შანსია.

თუმცა, ციფრები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე კლუბის ხელმძღვანელობის განწყობა. 18 მატჩში გაშვებული 28 გოლი და მხოლოდ 3 მშრალი შეხვედრა, ეს ისეთი დაცვითი მაჩვენებლებია, რომლებიც ნებისმიერ ნდობას ასუსტებს. ეს არ არის გუნდის სტატისტიკა, რომელიც სიტუაციას აკონტროლებს... ეს უფრო განგაშის ნიშანია.

როსენიორს შესაძლოა დღეს გასახდელისა და ბორდის მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ ფეხბურთში კრედიტი დიდხანს არ გრძელდება, როცა შედეგები და თამაშის ხარისხი ერთმანეთს არ ემთხვევა. პრემიერ ლიგის დარჩენილი რვა მატჩი მის მომავალს განსაზღვრავს. ახლა მხოლოდ ქულების დაგროვება საკმარისი არ არის, ჩელსიმ უნდა აჩვენოს იდენტობა, მდგრადობა და დაამტკიცოს, რომ ეს პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კეთილგანწყობას კრიტიკა შეცვლის, კონტრაქტები კი ყოველთვის ვერ ხდება ფარი.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ჩელსი
ჩემპიონთა ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გალას მწვრთნელი: „მსოფლიოს ყელაზე კარგ მსაჯს ველოდით და ყველაზე ცუდი მივიღეთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გალას მწვრთნელი: „მსოფლიოს ყელაზე კარგ მსაჯს ველოდით და ყველაზე ცუდი მივიღეთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საშინელი ინციდენტი ენფილდზე: გალათასარაის შემტევმა ბანერთან შეჯახებისას თითი დაკარგა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საშინელი ინციდენტი ენფილდზე: გალათასარაის შემტევმა ბანერთან შეჯახებისას თითი დაკარგა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? — განახლებული პროგნოზი 1/8 ფინალების შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? — განახლებული პროგნოზი 1/8 ფინალების შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რეალთან ხშირად არახელსაყრელი პირობების გამო გამოვვარდნილვართ", — ბაიერნის დირექტორი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„რეალთან ხშირად არახელსაყრელი პირობების გამო გამოვვარდნილვართ", — ბაიერნის დირექტორი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება