მადრიდის რეალის გარემარბი როდრიგო მიმდინარე სეზონს ესპანურ კლუბში გაატარებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯვარედინი მყესების ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს ასრულებს, მისი მოედანზე დაბრუნება კი ზამთარშია მოსალოდნელი.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სამეფო კლუბი 25 წლის მოთამაშის იჯარით გაშვების შეთავაზებებს განხილვასაც კი არ აპირებს, რადგან მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მასზე 100%-ით ამყარებს იმედებს.
როდრიგომ ბოლოს მარტის დასაწყისში ითამაშა.
გასულ სეზონში ლა ლიგის 19 შეხვედრაში მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა იყო.