მადრიდის რეალის თავდამსხმელს, ენდრიკს სამეფო კლუბში მთელი სეზონის სათადარიგოთა სკამზე გატარება არ სურს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფორვარდმა ეს თავის აგენტებს უკვე აცნობა. მილანის მფლობელი ჯერი კარდინალე, რომელსაც ენდრიკის წარმომადგენლებთან შესანიშნავი საქმიანი ურთიერთობა აქვს, დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელის დამატებას შეძლებს, თუ მადრიდელები მის გაშვებაზე თანხმობას განაცხადებენ.
საუბარია იანვარში იჯარით გადასვლაზე, თუმცა შესაძლებელია ისეთი ვარიანტიც, როგორიც ბრაჰიმ დიასის შემთხვევაში განხორციელდა: ესპანელმა მილანში იჯარით სამი წელი გაატარა, როსონერის მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდა, რეალს კი - უკან გამოსყიდვის შესაძლებლობა.
ენდრიკის ხელფასი იტალიური კლუბისთვის პრობლემა არ იქნება - იგი ხელზე დაახლოებით 2.5 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს იღებს, ამ თანხის გადახდისთვის კი მილანი მზადაა.
20 წლის თავდამსხმელს მილანიც მოსწონს და ზოგადად სერია ა-ში თამაშიც. ასევე, ბრაზილიელით რომაც ინტერესდება.