მადრიდის რეალის ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, სავიომ, Marca-სთან ვრცელ ინტერვიუში სამეფო კლუბში არსებული რთული ვითარება, ვინისიუს ჟუნიორისა და ენდრიკის მდგომარეობა შეაფასა.
ლა ლიგაში განცდილი ორი მარცხის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულმა განაცხადა, რომ კლუბში სიტუაცია არასტაბილურია, თუმცა ჟოზე მოურინიოს გამოცდილების იმედი აქვს:
ვიმედოვნებ, მოურინიოს საკმარისი გამოცდილება ექნება გუნდის გამოსასწორებლად. რეალს აქვს პოტენციალი და დრო, თუმცა ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება
სავიომ ვინისიუს ჟუნიორის ირგვლივ შექმნილ რთულ პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველა ფეხბურთელის კარიერაში ბუნებრივი პროცესია:
ის ახლა ყველაზე რთულ ეტაპს გადის, რაც კი მადრიდში ჰქონია. თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. ვინისიუსს უდიდესი ტალანტი აქვს, ფსიქოლოგიურად მაქსიმალურად უნდა მოემართოს და ამ პერიოდს აუცილებლად გადალახავს.
რაც შეეხება 19 წლის ენდრიკს, სავიოს თქმით, ახალგაზრდა თავდამსხმელს უდიდესი პოტენციალი აქვს, თუმცა უზარმაზარი წნეხის ფონზე მისგან შედეგის მოსათხოვად უბრალოდ მოთმინებაა საჭირო.