ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის რეალი ესპანელი მარცხენა მცველის, მარკ კუკურელიას ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.
გავრცელებული ცნობებით, სამეფო კლუბმა როგორც ჩელსისთან, ისე თავად ფეხბურთელთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია და კუკურელია მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება გუნდს.
მადრიდელები მარცხენა მცველის ძიებაში ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით იყვნენ, რადგან პორტუგალიელ სპეციალისტს კარერასის მიმართ გარკვეული ეჭვები ჰქონდა და მის შესახებ მიღებული უარყოფითი ცნობების გამო ბოლომდე დარწმუნებული არ იყო.
კუკურელიას დიდი გამოცდილება აქვს და ის დაცვის ხაზისთვის მაღალი დონის გაძლიერებად მიიჩნევა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეალი ამ ტრანსფერში დაახლოებით 50 მილიონ ევროს გადაიხდის.
კუკურელიას მომავალ თვეში 28 წელი შეუსრულდება, ამიტომ წინ კარიერის კიდევ არაერთი სეზონი აქვს.