ფაბრიციო რომანოს გავრცელებული ინფორმაციით, არდა გიულერმა მადრიდის რეალთან ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას მიაღწია.
ახალი კონტრაქტი ძალაში 2032 წლის ივნისამდე, ექვსი წლის განმავლობაში იქნება. მადრიდელთა მხრიდან ეს ნაბიჯი ფეხბურთელის პროგრესისა და ჟოზე მოურინიოს რეკომენდაციის შედეგია.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ახალგაზრდა ტალანტს გუნდში მნიშვნელოვანი როლი მიუჩინა და მის ძირითად პოზიციად მოედნის ცენტრიდან მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს თამაში განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ რეალის გადაწყვეტილება ინგლისური კლუბების, განსაკუთრებით კი ჩელსის მხრიდან მომავალი ინტერესის პრევენციასაც ემსახურება, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები ზამტრის სატრანსფერო ფანჯრისთვის სოლიდური შეთავაზების მომზადებას გეგმავენ.