მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები კილიან მბაპეს ხშირად აკრიტიკებენ, ესპანური მედია კი რეგულარულად წერს მის გარშემო არსებულ შიდა პრობლემებზე, ფრანგის თამაში მოედანზე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბის საუკეთესო მოთამაშედ მიეჩნიათ.
თავდამსხმელი დაჯილდოვდა ლა ლიგაში გატანილი 25 გოლისთვის, რითაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა და პიჩიჩის ტიტული მოიპოვა, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 15 გოლისთვის, სადაც ასევე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
„საერთო ჯამში, მბაპემ 44 მატჩში 42 გოლი გაიტანა. მან ასევე ოთხჯერ მიიღო თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო,“ - ვკითხულობთ მადრიდის რეალის ოფიციალურ საიტზე. აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო მან გასულ სეზონშიც მოიგო.