რედ ბულმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისაკ ჰაჯარი კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ გუნდში 2027 წლის სეზონშიც დარჩება.
ჰაჯარისა და რედ ბულის თანამშრომლობა 2022 წლიდან გრძელდება, როდესაც ის გუნდის ახალგაზრდულ პროგრამას შეუერთდა. რედ ბული ფრანგ მრბოლელს ფორმულა 3-სა და ფორმულა 2-ში ასპარეზობის პერიოდში მხარს უჭერდა.
საბოლოოდ, ჰაჯარი ფორმულა 2-ის ტიტულისთვის დაძაბულ ბრძოლაში აუდის ამჟამინდელ პილოტ გაბრიელ ბორტოლეტოს დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ჩემპიონობა ვერ მოიპოვა, მალევე სარეზერვო პილოტის სტატუსიდან დაწინაურდა და მომდევნო სეზონში რეისინგ ბულსის ძირითადი მრბოლელი გახდა. სადებიუტო სეზონი მისთვის წარმატებული გამოდგა, ზანდვორტში კარიერაში პირველი პოდიუმი მოიპოვა.
მოგვიანებით ფრანგმა რედ ბულში იუკი ცუნოდა შეცვალა და ახალი რეგულაციების პირობებში გუნდის ადაპტაციის პროცესში დიდი პოტენციალი გამოავლინა.
მიმდინარე სეზონში ჰაჯარი სტაბილურად ახერხებდა ქულების მოპოვებას და მონაკოს გრან პრიზე კარიერაში მეორედ მოხვდა საუკეთესო სამეულში. თუმცა, მაჯის ტრავმის გამო მას ბოლო სამი ეტაპის გამოტოვება მოუწია.
ჰაჯარი მილტონ-კინსში ბაზირებულ გუნდს ამ უქმეებზე, აზერბაიჯანის გრან პრიზე დაუბრუნდება. სწორედ ბაქოში დაბრუნების წინ გახდა ცნობილი რედ ბულთან მისი ახალი კონტრაქტის შესახებ.