• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
რიბერი ეპშტეინის ფაილებში - ფრანგის გარემოცვა ცრუ ინფორმაციაზე მიუთითებს
ფეხბურთიფეხბურთი

რიბერი ეპშტეინის ფაილებში - ფრანგის გარემოცვა ცრუ ინფორმაციაზე მიუთითებს

10 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

როგორც ჩანს, ეპშტეინის სკანდალს ფრანგული ფეხბურთისთვისაც არ აუვლია გვერდი.


თებერვლის დასაწყისში ამერიკის იუსტიციის სისტემამ მილიონობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულ ამერიკელ ბიზნესმენ ჯეფრი ეპსტაინს ეხება. ამ ფაილებში, რომლებიც სხვადასხვა ცნობილ ფიგურასთან მულტიმილიონერის კავშირებს ავლენს, ფრანკ რიბერის სახელიც ფიგურირებს. - სტატიას ფრანგული RMC Sport ავრცელებს.


საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ექვსჯერ არის ნახსენები. ფრანკ რიბერი მოხსენიებულია მესამე პირის განცხადებაში, სადაც საუბარია ძალადობრივ ინციდენტებსა და პროსტიტუციის ქსელზე.


„ფრანკ რიბერიმ ჩემთვის დარტყმა სცადა, როცა ჩემს ბაღში ვიყავი; მან ჩემი ტელეფონის ნომერი და მისამართი მიიღო, პოლიციელებმა ის ალყაში მოაქციეს და თავის მანქანასთან დააბრუნეს“, - წერია დოკუმენტში.


დღემდე არ არსებობს ინფორმაცია, რომ ბაიერნისა და მარსელის ყოფილი ფეხბურთელის წინააღმდეგ ამ ბრალდებებზე დაყრდნობით რაიმე სამართლებრივი პროცედურა დაწყებულიყო.


„ეს არის ყალბი ამბავი! მე, როგორც ბატონი რიბერის ადვოკატი, მოქმედებას დავიწყებ და განვახორციელებ ყველა აუცილებელ სამართლებრივ ნაბიჯს, რათა დაისაჯონ ამ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები, რაც ჩემი კლიენტისა და მისი ოჯახის ღირსებაზე თავდასხმაა.“ - განაცხადა მისმა ადვოკატმა, ბრუზა კარლო ალბერტომ.


ნიუ-იორკის ელიტარული წრეების ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა 1990-იან და 2000-იან წლებში, ჯეფრი ეპშტეინი ბრალდებული იყო ათასზე მეტი ახალგაზრდა ქალის, მათ შორის არასრულწლოვნების, სექსუალურ ექსპლუატაციაში. იგი 2019 წელს ნიუ-იორკის ციხის საკანში სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

რიბერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ზიდანსა და რიბერის ბაიერნში ვერ ვიხილავთ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზიდანსა და რიბერის ბაიერნში ვერ ვიხილავთ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეგენდარული ფრანგული დუეტი ბაიერნში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლეგენდარული ფრანგული დუეტი ბაიერნში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ესე იგი ჩემპიონთა ლიგის მოგება საჭიროა?" - რიბერი რონალდუს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ესე იგი ჩემპიონთა ლიგის მოგება საჭიროა?" - რიბერი რონალდუს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფილიპ ლამი: "კვარაცხელია რიბერის მაგონებს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფილიპ ლამი: "კვარაცხელია რიბერის მაგონებს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

30 მარ, 2024

ზიდანსა და რიბერის ბაიერნში ვერ ვიხილავთ

News image

29 მარ, 2024

ლეგენდარული ფრანგული დუეტი ბაიერნში?

News image

07 ივნ, 2025

"ესე იგი ჩემპიონთა ლიგის მოგება საჭიროა?" - რიბერი რონალდუს

News image

01 მაი, 2025

ფილიპ ლამი: "კვარაცხელია რიბერის მაგონებს"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება