• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რის გამო ცნო სასამართლომ მამარდაშვილი დამნაშავედ?
ფეხბურთიფეხბურთი

რის გამო ცნო სასამართლომ მამარდაშვილი დამნაშავედ?

27 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლივერპულის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი პოლიციამ M6 ავტომაგისტრალზე მანქანის მართვისას ტელეფონში ვიდეოს ყურების გამო დააჯარიმა და აღნიშნული საქმე სასამართლოში განიხილეს.


25 წლის ფეხბურთელი პოლიციამ მას შემდეგ გააჩერა, რაც შენიშნეს, რომ Audi-ს მარკის ავტომობილის საჭესთან ტელეფონში იყურებოდა, რის შემდეგაც ის პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე გადააჯინეს. საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელიც მერსისაიდულ გრანდს 2025 წელს შეუერთდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი გზაზე ტრანსპორტის მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენებაში.

ვორინგტონის გაერთიანებულ სასამართლოში გამართულ პროცესზე მას 440 ფუნტი სტერლინგის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და მართვის მოწმობაზე 6 საჯარიმო ქულა გამოეწერა. გარდა ამისა, მას 120 ფუნტი სასამართლო ხარჯების და 176 ფუნტი დაზარალებულთა ფონდისთვის გადახდა დაევალა.

ჩეშირის პოლიციის ოფიცერმა, პატრულ-ინსპექტორმა რიმ თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერა, როგორ შეამჩნია ქართველი ფეხბურთელი 27 იანვარს, დაახლოებით დღის 15:45 საათზე, M6 ავტომაგისტრალის სამხრეთის მიმართულებით. ოფიცერი ყვება, რომ მესამე ზოლში მოძრაობისას შავ Audi-ს გაუსწრო, რომელიც მეორე ზოლში მიდიოდა, მაშინ როცა პირველი ზოლი სრულიად თავისუფალი იყო და წესით, ავტომობილს იქით უნდა გადაენაცვლა, რამაც მისი ყურადღება მიიპყრო.


"როდესაც გვერდით ჩავუარე, შევნიშნე, რომ მძღოლს ტელეფონი ხელში ეჭირა, საჭის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს. ის ეკრანზე რაღაცას უყურებდა, თანაც ამ დროს მაგისტრალისთვის დამახასიათებელი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა," - წერს ოფიცერი.

როგორც კი უსაფრთხო სივრცე გამოჩნდა, პოლიციამ მანქანა გზის კიდეზე გააჩერებინა. მძღოლმა, რომელიც სალონში მარტო იმყოფებოდა, თავი გიორგი მამარდაშვილად წარადგინა და ქართული მართვის მოწმობაც აჩვენა. მთელი ეს პროცესი ოფიცრის სამხრე კამერამაც დააფიქსირა.

ფეხბურთელს პოლიციის უწყებაზე ოფიციალური პასუხი არ გაუცია, რის გამოც საქმე დახურულ რეჟიმში, წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე განიხილეს და ის დამნაშავედ ცნეს.

ცნობისთვის, გასულ კვირას ინგლისსა და უელსში საჭესთან ტელეფონის გამოყენების გამო 247 მძღოლი დაჯარიმდა, ხოლო საერთო ჯარიმების თანხამ 41,000 ფუნტს გადააჭარბა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

გიორგი მამარდაშვილი
პრემიერ ლიგა
ლივერპული

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იუნაიტედი ტილემანსით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იუნაიტედი ტილემანსით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

3 ფეხბურთელი, რომელთა მომავალზეც ალონსომ ისაუბრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

3 ფეხბურთელი, რომელთა მომავალზეც ალონსომ ისაუბრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტის ვალვერდეს შეძენა სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიტის ვალვერდეს შეძენა სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: მანჩესტერმა ჩელსის ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: მანჩესტერმა ჩელსის ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

იუნაიტედი ტილემანსით ინტერესდება

News image

15 სთ წინ

3 ფეხბურთელი, რომელთა მომავალზეც ალონსომ ისაუბრა

News image

14 სთ წინ

სიტის ვალვერდეს შეძენა სურს

News image

10 სთ წინ

ოფიციალურად: მანჩესტერმა ჩელსის ნახევარმცველის ტრანსფერი დაადასტურა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება