• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
რობენს გადაასწრო - დეპაის კიდევ ერთი რეკორდი ნაკრებში
ფეხბურთიფეხბურთი

რობენს გადაასწრო - დეპაის კიდევ ერთი რეკორდი ნაკრებში

12 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მემფის დეპაი ნიდერლანდების ნაკრების ისტორიის გადაწერას აგრძელებს და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.


ნარინჯისფრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, ფინეთთან 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ასისტენტის სტატუსიც ერთპიროვნულად მიიღო.


საქმე ისაა, რომ დღევანდელ შეხვედრამდე, დეპაისა და არიენ რობენს ნაკრებში 34-34 საგოლე პასი ჰქონდათ, მემფისმა კი დღეს 2 ასისტი გააკეთა, 36 დააგროვა და ამ რეკორდსაც ერთპიროვნულად დაეუფლა.


ტოპ-5 ნიდერლანდელი, რომლებსაც ნაკრებში ყველაზე მეტი ასისტი აქვთ:


მემფის დეპაი - 36 საგოლე პასი (106 მატჩში);


არიენ რობენი - 34 საგოლე პასი (96 მატჩში);


უესლი სნეიდერი - 32 საგოლე პასი (134 მატჩში);


რაფაელ ვან დერ ვაარტი - 29 საგოლე პასი (129 მატჩში);


იოჰან კრუიფი - 28 საგოლე პასი (48 მატჩში).


ამ სიის მე-7 პოზიციაზე დენზელ დუმფრისია, ვისაც, დეპაის შემდეგ, მოქმედ ფეხბურთელთაგან ნიდერლანდების ნაკრებში ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს - 21.


აღსანიშნავია ისიც, რომ დეპაი ზედიზედ 7 სანაკრებო მატჩია, მოედანს საგოლე მოქმედების გარეშე არ ტოვებს - ჯამურად ამ შეხვედრებში 8 გოლი და 4 ასისტი აქვს.


მალენსა და ვან დეიკზე გაკეთებული საგოლე გადაცემების გარდა, დეპაიმ პენალტიდან გოლიც გაიტანა და რობინ ვან პერსის უკვე 4 ბურთით დაშორდა - 54 სანაკრებო გოლი მოაგროვა.


ფინეთის დამარცხების შედეგად, ნიდერლანდებმა შესარჩევის ჯგუფში 16 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილოსან პოლონეთს 3 ქულით უსწრებს. სათამაშო კიდევ 2 ტურია - მომდევნოში სწორედ პოლონეთს ესტუმრებიან.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

მემფის დეპაი
ნიდერლანდები
ნიდერლანდების ნაკრები
რობენი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რობენის გაფრთხილება: „რეალის წინააღმდეგ 95 წუთი ფხიზლად უნდა იყო“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რობენის გაფრთხილება: „რეალის წინააღმდეგ 95 წუთი ფხიზლად უნდა იყო“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტვენტეს გოლიათი, რომელზეც ევროპის გრანდები ნადირობენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტვენტეს გოლიათი, რომელზეც ევროპის გრანდები ნადირობენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩავი სიმონსის მსოფლიო ჩემპიონატის ოცნება დაიმსხვრა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩავი სიმონსის მსოფლიო ჩემპიონატის ოცნება დაიმსხვრა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ გამოიძახა ფრიმპონგი? კუმანმა გადაწყვეტილებები ახსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ გამოიძახა ფრიმპონგი? კუმანმა გადაწყვეტილებები ახსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 აპრ, 2026

რობენის გაფრთხილება: „რეალის წინააღმდეგ 95 წუთი ფხიზლად უნდა იყო“

News image

17 აპრ, 2026

ტვენტეს გოლიათი, რომელზეც ევროპის გრანდები ნადირობენ

News image

27 აპრ, 2026

ჩავი სიმონსის მსოფლიო ჩემპიონატის ოცნება დაიმსხვრა?

News image

6 სთ წინ

რატომ არ გამოიძახა ფრიმპონგი? კუმანმა გადაწყვეტილებები ახსნა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება