ალექსანდრე თოფურიას მომდევნო ბრძოლის შესახებ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია ვრცელდება.
MMA-ის ჟურნალისტ Kevin-ის გავრცელებული ცნობით, ალექსანდრე თოფურია (7-1) 21 ნოემბერს, დოჰაში (კატარი), მექსიკელ მებრძოლ სანტიაგო ლუნას (8-1) დაუპირისპირდება.
,,ზოგიერთმა თქვენგანმა ალექსანდრე თოფურიასა და სანტიაგო ლუნას შესაძლო ბრძოლის შესახებ მკითხა - ინფორმაცია, რომელიც კევინმაც გაავრცელა.
სიმართლე ისაა, რომ დიახ, მეც მსმენია, რომ ეს ბრძოლა კატარში იგეგმება, თუმცა აქამდე ვერ ვადასტურებდი, რომ შეთანხმება საბოლოოდ მიღწეული და კონტრაქტიც გაფორმებული იყო. იმედი მაქვს, ბრძოლა შედგება." - წერს ესპანელი ჟურნალისტი ალვარო კოლმენერო.
,,დანამდვილებით ვიცი, რომ UFC-ის ოფიციალური შეთავაზება ალექსანდრე თოფურიას ჯერ არ მიუღია. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ შეთავაზება მალე მივიდეს... და თუ ასე მოხდება, ისინი მას დათანხმდებიან.
ეს არის ბრძოლა, რომლის შესახებაც ჭორები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ვრცელდება და რომელიც, ჩემი აზრით, ალექსისთვის დიდად არაფრის მომცემია." - ამბობს Marca-ს ჟურნალისტი ირატი პრატი.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიას UFC-ში 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული. 2025 წლის თებერვალში ქართველმა კოლბი თიქნესი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, 2025 წლის ნოემბერში კი ბეკზატ ალმახანს ასევე გადაწყვეტილებით აჯობა.