ჰაიტის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნეიმარის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ანჩელოტიმ ფილადელფიაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნეიმარი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მაიამიში შოტლანდიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
მისივე თქმით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ხვალაც ინდივიდუალურად ივარჯიშებს ნიუ-ჯერსიში მდებარე სელესაოს საწვრთნელ ბაზაზე.
ნეიმარი ხვალ ინდივიდუალურად ივარჯიშებს, შემდეგ კი ჯგუფთან ერთად განაგრძობს მზადებას. ის შოტლანდიასთან მატჩისთვის მზად იქნება.
ჰაიტისთან მოპოვებული 3 ქულით ბრაზილია C ჯგუფში მაროკოსთან ერთად პირველ ადგილს იყოფს.
ორივე გუნდს 4 ქულა აქვს, თუმცა ბრაზილია უკეთესი ბურთების სხვაობის წყალობით ჯგუფის სათავეში იმყოფება.
VIDEO: კუნიას დუბლი და ვინისიუსის გოლი ჰაიტისთან