ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ბავშვთან საუბრისას ნეიმარზე იხუმრა.
მოქალაქეებთან შეხვედრაზე ლულამ ბიჭუნას ჰკითხა, თუ ვინ მიაჩნდა ამჟამად საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად. ახალგაზრდა გულშემატკივარმა ნეიმარი დაასახელა.
„ნეიმარი? ის ხომ ახლა საერთოდ არ თამაშობს!
გუშინ ინტერნეტში ხუმრობა ვნახე - ნეიმარი თურმე პირველი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელიც ნაკრებში დისტანციურად (დისტანციურ სამუშაოზე) გამოიძახეს. დისტანციური მოთამაშე!
ეს მე არ მომიგონია, მართლა ინტერნეტში წავიკითხე.
თუ ასე გაგრძელდა, ერთ დღესაც ნაკრების შეკრება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოგვიწევს და მოედანზე 11 პელეს გამოვიყვანთ!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების განაცხადში კი მოხვდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ტრავმის გამო მაროკოსთან სასტარტო მატჩი (1:1) გამოტოვა და მეორე ტურში ჰაიტის წინააღმდეგაც ზუსტად ცნობილია, რომ ვერ ითამაშებს.