VIDEO: მეორე დამაჯერებელი გამარჯვება - აშშ ჯგუფიდან გავიდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე ტურის პირველ მატჩში აშშ-მ ავსტრალია დაამარცხა.
სიეტლში გამართული დაპირისპირება ტურნირის მასპინძლის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ანგარიში მე-11 წუთზე ავსტრალიელთა ავტოგოლით გაიხსნა, ტაიმის მიწურულს კი ფრიმენმა მეორე გოლი გაიტანა და პოჩეტინოს გუნდს კომფორტული უპირატესობა გაუნაღდა.
ამ გამარჯვებით აშშ-მ ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და 1/16 ფინალში გასვლა ოფიციალურად გაინაღდა. პირველ ტურში გუნდმა პარაგვაი 4:1 გაანადგურა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს თურქეთი და პარაგვაი გამთენიისას დაუპირისპირდებიან და პირველი გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.