საბა ლაზიშვილის ძმა, ზვიად ლაზიშვილი, მერაბსა და საბაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
,,გამარჯობა, მეგობრებო. ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, მწერს საბასა და მერაბის საქმესთან დაკავშირებით.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საელჩო, RAF-ის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყანა და ძალიან ბევრი ადამიანი ჩართულია ამ საქმეში და ცდილობენ დროულად მოაგვარონ ყველაფერი.
ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი დასრულებულია და როგორც ვიცით, ჩვენი ბიჭები 5 საათზე უკვე თავისუფლები იქნებიან.
ზუსტი ვერდიქტი დაახლოებით 12 საათზე გვეცოდინება, მაგრამ, როგორც ვიცით, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ღვთის შეწევნით არაფერი სერიოზული არ მოჰყვება ამ სიტუაციას.
უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის." - ამბობს ზვიად ლაზიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.