დენიელ კორმიემ უსმან ნურმაგომედოვისა და მისი გუნდის მიერ მერაბ დვალიშვილზე თავდასხმა მკაცრად დაგმო.
„ამის ყურება ძალიან სამწუხარო იყო. ასეთ დროს ემოციები ხშირად უკონტროლო ხდება. წარსულში მეც ვყოფილვარ დამნაშავე არასათანადო საქციელში, მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, ძალიან ცუდი იყო და მსგავსი რამ არასდროს უნდა ხდებოდეს.
ერთმა ცუდმა საქციელმა მეორე ცუდი საქციელი არ უნდა გამოიწვიოს. უსმანს ამის გამო ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება და სრულიად დამსახურებულადაც. ასე მოქცევა დაუშვებელია. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ეს სახიფათოა.
არ ვცდილობ მომხდარის გამართლებას ან ვინმეს დაცვას. ცუდი საქციელი ცუდი საქციელია. ვფიქრობ, ხაბიბი უსმანს აუცილებლად დაელაპარაკება. მან საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლოს. მსგავსი რამ უკვე არაერთხელ მოხდა“, - განაცხადა კორმიემ.
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების შედეგებზეც ისაუბრა.
მერაბი აქ RAF-ის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოვიდა, ახლა კი, დიდი ალბათობით, შეჯიბრებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ეს ინციდენტი უსმანს მთელი კარიერის განმავლობაში გაჰყვება. ამ სიტუაციაში გამარჯვებული არავინაა.
დენიელ კორმიემ ყურადღება გაამახვილა დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდზე, როდესაც მერაბ დვალიშვილმა თავი დახარა, უსმან ნურმაგომედოვმა კი მას მუხლი დაარტყა.
„როდესაც პროფესიონალი მებრძოლი ხარ, უბრალოდ ხელებს არ იქნევ და დარტყმებს შემთხვევით არ ისვრი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.
შენ დარტყმას კონკრეტული განზრახვით ასრულებ. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა იმ მომენტში, როდესაც მერაბმა თავი დახარა და უსმანმა მას მუხლი დაარტყა.
ასეთ რამეს მხოლოდ პროფესიონალი მებრძოლი აკეთებს. ქუჩაში ჩვეულებრივი ადამიანები ასეთ ილეთებს არ იყენებენ, ეს კი სახიფათოა“, – განაცხადა კორმიემ.
,,გატარდა შესაბამისი ზომები" - რა წერია აბუ-დაბის პოლიციის განცხადებაში?