არმან ცარუკიანი აბუ-დაბიში, მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს.
RAF-ის პრესკონფერენციის შემდეგ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მისი საუბარი ადამ ზუბაირაევთან, სადაც UFC-ის ვარსკვლავმა ქართველ მანქანაზე დაგეგმილ თავდასხმას "გარდაუვალი" უწოდა.
ეს უნდა მომხდარიყო, გარდაუვალი იყო. გამიკვირდა, ეს მაშინ რომ არ მოხდა, როდესაც მერაბი ბოლოს აქ იმყოფებოდა. მას პასუხი უნდა მიეღო და მიიღო. ისინი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. ერთ სასტუმროში ცხოვრობენ, მაგრამ რა იცოდნენ, მერაბი როდის სად იქნებოდა
მისი თქმით, სიტუაციის თავიდან არიდება თეორიულად შესაძლებელი იყო, თუმცა ემოციურ ფონზე ეს ძალიან რთულია:
როდესაც ვიღაც შენს ძმას შეურაცხყოფას აყენებს, რთულია, არაფერი გააკეთო. ვფიქრობ, უსმანს ჩხუბი საერთოდ არ უნდოდა. სილის გაწვნა უნდოდა, იქვე იდგა და არ უნდოდა გაგრძელებინა. ფიქრობდა, რომ ყველაფერი ამით დასრულდებოდა, მაგრამ მერაბი ცხოველია, ეგრევე მასზე გაიწია