ნურმაგომედოვების მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვსა და მერაბ დვალიშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო ბოდიში მოიხადა.
„ჩემი და ჩემი გუნდის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო მთელ აბუ-დაბის რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო. ის, რაც მოხდა, მიუღებელია და მსგავსი რამ აღარასდროს უნდა განმეორდეს.
ვფიქრობ, ორივე მხარე შეცდა და ერთი შეცდომა მეორეს ვერ გაამართლებს. მესმის, რომ ბევრი სპორტსმენი ემოციურია, მაგრამ ეს გამართლება არ არის.
არ ვფიქრობ, რომ მერაბსა და უსმანს ერთმანეთთან პირადი დაპირისპირება აქვთ. საქმე მის ძმას ეხებოდა და უსმანმა ძმის დაცვა სცადა. ეს გამართლება არ არის, გესმით?
თუმცა, ამავდროულად, ჩვენ საკუთარი ოჯახი უნდა დავიცვათ. ვფიქრობ, შეცდომა სწორედ აქ მოხდა და ამ სიტუაციის სხვაგვარად მოგვარებაც შეიძლებოდა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ყველაზე იმოქმედებს. გავლენას მოახდენს ხაბიბზეც და ყველა დანარჩენზეც. თუმცა ახლა უსმანის სპორტულ კარიერაზე არ ვღელავ.
უფრო მეტად მისი მდგომარეობა მაწუხებს და ის, თუ როგორ შეძლებს ამ ყველაფრის გადატანას.
ყველას, ვინც საქართველოდან ან დაღესტნიდან ვიდეოებს ავრცელებს, მინდა ვუთხრა, რომ ეს უნდა შეწყდეს. გავერთიანდეთ და მშვიდობა დავამყაროთ, - განაცხადა ალი აბდელაზიზმა.
,,ასე მოქცევა დაუშვებელია" - რა თქვა კორმიემ უსმან ნურმაგომედოვზე?