იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
როგორ დაამსხვრია ზიდანმა ლევერკუზენის ოცნება
ფეხბურთიფეხბურთი

როგორ დაამსხვრია ზიდანმა ლევერკუზენის ოცნება

15 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

24 წლის წინ, 2002 წლის 15 მაისს, გლაზგოში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს მადრიდის რეალი და ლევერკუზენის ბაიერი დაუპირისპირდნენ - ფარმაცევტების ოცნება ზინედინ ზიდანის ლეგენდარულმა გოლმა დაამსხვრია. დღევანდელ ბლოგში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო გუნდზე, ანუ 2001/02 წლების ბაიერ ლევერკუზენზე მოგიყვებით.


ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე კლაუს ტოპმიოლერის გუნდი ბუნდესლიგის ცხრილს ლიდერობდა - ლევერკუზენს დორტმუნდის ბორუსიასთან ოთხქულიანი უპირატესობა ჰქონდა. ფარმაცევტების ჩავარდნა 31-ე ტურიდან დაიწყო - ბაიერმა ჯერ ჰამბურგს ვერ მოუგო გასვლაზე, შემდეგ კი ზედიზედ ორ მატჩში, ვერდერთან და ნიურნბერგთან დამარცხდა. პარალელურად ბორუსიამ დრამატულ მატჩში ჰამბურგი 3:4 დაამარცხა და ბოლო ტურს ლიდერის სტატუსით შეხვდა. საჩემპიონო მატჩი დორტმუნდელთათვის ცუდად დაიწყო, მაგრამ ბორუსიამ თამაშის შემოტრიალება შეძლო - ლევერკუზენმა ჩემპიონატი ერთი ქულით წააგო.


ბაიერის დამწუხრებული გულშემატკივრები ბუნდესლიგის ტიტულის დაკარგვის შემდეგ.


მიხაელ ბალაკს და კომპანიას ხასიათის გამოკეთების შესაძლებლობა ზუსტად ერთ კვირაში მიეცათ - ლევერკუზენი გერმანიის თასის ფინალში შალკეს დაუპირისპირდა. ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული შეხვედვრა ფარმაცევტებისთვის კარგად დაიწყო - დიმიტარ ბერბატოვმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნა.  გელზენკირხენელებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაათანაბრეს - მეორე ტაიმში კი კიდევ სამჯერ აიღეს ჰანს იორგ ბუტის კარი. ულფ კირსტენმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანაღა მოახერხა - ბაიერმა ერთი კვირის შუალედში მეორე გერმანული ტიტული დათმო.


გერმანიის თასის ფინალი. შალკე 4:2 ლევერკუზენი.


ფარმაცევტებს მთავარი გამოცდა თასის წაგებიდან ოთხ დღეში ელოდათ - ლევერკუზენის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაწყებული გზა ფინალამდე მივიდა. ორი ჯგუფური ეტაპი, გაგდებული ლივერპული და მანჩესტერი - ბაიერს ფინალში მადრიდის რეალი ელოდა. 


სასწორის ერთ მხარეს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოგება, ხოლო მეორე მხარეს თერთმეტდღიან მონაკვეთში მესამე ტიტულის დაკარგვა იდო. ლიგის მოგება მადრიდელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მისიას წარმოადგენდა - ვერ გამარჯვების შემთხვევაში, სეზონი ბლანკოსისთვისაც უტიტულო გამოვიდოდა.


ჩემპიონთა ლიგის ფინალი. გლაზგო. 2002.


გლაზგოში, ჰამპდენ პარკზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში რაულ გონსალეს ბლანკომ გახსნა - რობერტო კარლოსის აუტიდან მოწოდებული ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა ბუტის კარში. მე-13 წუთზე ანგარიში გათანაბრდა - შნაიდერის ჩაწოდებას ლუსიო გამოეხმაურა. 


ტაიმის ბოლოს რობერტო კარლოსმა კიდევ ერთხელ ჩააწოდა, ამჯერად ფეხით, რასაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იკონური გოლი მოჰყვა - ზინედინ ზიდანმა ჰანს იორგ ბუტის კარში ბურთი ჰაერიდან დაუშვებლად გადაგზავნა.


ზიდანს გააქვს გამარჯვების გოლი ბაიერის კარში.


გერმანელებს ვერც მადრიდელთა კიპერის, სეზარ სანჩესის ტრავმამ უშველა - შეცვლაზე შემოსულმა იკერ კასილასმა ლიგის ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა. მადრიდის რეალმა მეცხრედ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი. 

ასე დაეშვა ბაიერ ლევერკუზენი ყველაფრიდან არაფრამდე თერთმეტ დღეში.


მიხაელ ბალაკი მადრიდელთა ზეიმის ფონზე.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგა
იკერ კასილასი
ლევერკუზენი
რაული
რეალი
ზინედინ ზიდანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ვალვერდეს მორიგი გასროლა და რეალის მშვიდი სამი ქულა მესტალიაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ვალვერდეს მორიგი გასროლა და რეალის მშვიდი სამი ქულა მესტალიაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟოზეს საინტერესო გეგმა - რაში ბაძავს რეალი პსჟ-ს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟოზეს საინტერესო გეგმა - რაში ბაძავს რეალი პსჟ-ს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მადრიდის რეალმა ისტორიული რეკორდი დაამყარა!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მადრიდის რეალმა ისტორიული რეკორდი დაამყარა!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაული მწვრთნელობას უბრუნდება - ვის გაწვრთნის რეალის ლეგენდა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაული მწვრთნელობას უბრუნდება - ვის გაწვრთნის რეალის ლეგენდა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 ნოე, 2026

VIDEO: ვალვერდეს მორიგი გასროლა და რეალის მშვიდი სამი ქულა მესტალიაზე

News image

08 ნოე, 2026

ჟოზეს საინტერესო გეგმა - რაში ბაძავს რეალი პსჟ-ს?

News image

5 სთ წინ

მადრიდის რეალმა ისტორიული რეკორდი დაამყარა!

News image

4 სთ წინ

რაული მწვრთნელობას უბრუნდება - ვის გაწვრთნის რეალის ლეგენდა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება