საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისზე ისაუბრა.
,,სიმართლე ის არის, რომ ეს [ხვიჩას ტრავმა] სერიოზული დარტყმა იყო ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა ეს ფეხბურთია.
ჩვენ ყველას გვქონდა საუბარი ხვიჩასთან, ყველა მის გვერდით ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება. მისი გავლილი გზისა და ხასიათის გამო დარწმუნებული ვარ ამაში.
რაც შეეხება ხვიჩას გარეშე ჩვენს თამაშს, ჩვენ არ უნდა ვეცადოთ ხვიჩას შეცვლას ინდივიდუალურად, ამას აზრი არ აქვს.
ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ გუნდი იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, მთლიანად გუნდმა გადაინაწილოს ყველაფერი და გუნდური პრინციპები წამოვიდეს პირველ ადგილზე და იმედი მაქვს, რომ ამ შეკრებაზე გუნდური თამაში მაღალ დონეზე იქნება." - განაცხადა სვანაძემ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე, უნგრეთს დაუპირისპირდება, 17 ნოემბერს კი უკრაინას სლოვაკეთში შეხვდება.
ვინ იქნება საქართველოს ნაკრების კაპიტანი ნოემბრის მატჩებში?