საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე როლან გაროსზე ყველა ნახევარფინალური წყვილი გაირკვა.
ქალები
მარტა კოსტიუკი - მირა ანდრეევა
დიანა შნაიდერი - მაია ხვალინსკა
კაცები
მატეო არნალდი - ფლავიო კობოლი
იაკუბ მენშიკი - ალექსანდერ ზვერევი
ქალების მატჩები 4 ივნისს გაიმართება, კაცების კი - 5 ივნისს. ქალთა ფინალური შეხვედრა კი 6 ივნისს შედგება, ხოლო ტურნირი 7 ივნისს კაცთა ფინალით დაიხურება.
აღსანიშნავია, რომ როლან გაროსის როგორც ქალთა, ისე კაცთა თანრიგს ახალი ჩემპიონი ეყოლება.