საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე როლან გაროსზე კაცთა თანრიგში პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა.
პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს ესპანელი რაფა ხოდარი და გერმანელი ალექსანდერ ზვერევი დაუპირისპირდნენ.
მატჩი 2 საათი და 28 წუთი გაგრძელდა და რეიტინგის მე-3 ნომრის, ზვერევის გამარჯვებით 3 სეტში (7-6, 6-1, 6-3) დასრულდა.
მეორე მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში კი ჩეხი იაკუბ მენშიკი ბრაზილიელ ჟოაო ფონსეკას შეხვდა.
ეს მატჩი 2 საათი და 47 წუთი გაგრძელდა ასევე 3 სეტში დასრულდა. მენშიკმა მეტოქეს 6-4, 6-3, 7-6 სძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
პირველ ნახევარფინალში სწორედ ალექსანდერ ზვერევი და იაკუბ მენშიკი გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას.
VIDEO: უკრაინული დუელი - როლან გაროსის პირველი 1/2 ფინალი გაირკვა