VIDEO: უკრაინული დუელი - როლან გაროსის პირველი 1/2 ფინალი გაირკვა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ქალთა თანრიგში როლან გაროსის პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა.
პირველ მეოთხედფინალურ მატჩში 19 წლის მირა ანდრეევა 36 წლის სორანა კირსტეას დაუპირისპირდა. შეხვედრა 57 წუთი გაგრძელდა და რუსმა რუმინელი მარტივად, 2 სეტში (6-0, 6-3) დაამარცხა.
მეორე მეოთხედფინალურ თამაშში კი უკრაინული დუელი შედგა. რეიტინგის მე-7 ნომერი ელინა სვიტოლინა მე-15 ნომერ მარტა კოსტიუკს დაუპირსპირდა.
უკრაინული დუელი 1 საათი და 51 წუთი გაგრძელდა და კოსტიუკის გამარჯვებით 3 სეტში (6-3, 2-6, 6-2) დასრულდა.
კოსტიუკი თიხაზე საოცარ სეზონს ატარებს. 2026 წელს მან ამ საფარზე მე-17 მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო. ამასთან ის გრანდ სლემის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.
როლან გაროსის პირველ ნახევარფინალში კი უკვე რუსულ-უკრაინული დაპირისპირება გაიმართება, სადაც მირა ანდრეევა მარტა კოსტიუკს შეხვდება.