-
Aa
+
ფონტის ზომა
კვირას გამართული მე-4 წრის 8 მატჩის შემდეგ ამ სიას იგა შვიონტეკიც შეუერთდა.
როლან გაროსის კორტებზე 4-გზის ჩემპიონმა პოლონელმა, რომელიც კვირას 25 წლის იუბილეს აღნიშნავდა, პირველი სეტი ფორმაში მყოფ მარტა კოსტიუკთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო, ხოლო შემდეგ 23 წლის უკრაინელმა მეტოქეს სრულად აჯობა და 7-5, 6-1 გაიმარჯვა.
ამ გამარჯვებით კოსტიუკის მოგებათა სერია 16 მატჩამდე გაიზარდა, თუმცა ასეთი შესანიშნავი ფორმის მიუხედავად, თავადაც კი ვერ იჯერებდა, რაც ფილიპ შატრიეს კორტზე მოხდა.
მისთვის აქამდე სეტიც კი არასდროს მომიგია, ეს დაუჯერებელია, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ.
ის 1/4 ფინალში თავის მეგობარს, ელინა სვიტოლინას შეხვდება, რომელმაც კვირას შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი გადამწყვეტ მესამე სეტში 6-0 დაამარცხა. ამ შეხვედრის გამარჯვებული გახდება პირველი უკრაინელი ქალი, რომელიც ღია ეპოქაში როლან გაროსის 1/2 ფინალში გავა.
რუმინელმა სორანა კირსტიამ კიდევ ერთი სასიამოვნო ისტორია შექმნა, როდესაც ჩინელ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოსულ ვან სიიუს 6-3, 7-6(4) სძლია და კარიერის ბოლო სეზონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მიითვალა.
მისი შემდეგი მეტოქე ახალგაზრდა მირა ანდრეევა იქნება - მოთამაშე, რომელიც მასზე 17 წლით უმცროსია. მე-8 ნომრად განთესილმა რუსმა შვეიცარიელი ჯილ ტაიხმანი 6-3, 6-1 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გავიდა როლან გაროსის 1/4 ფინალში.
ჟოაო ფონსეკამ დაძაბულ მატჩში გრანდ სლემის 1/4 ფინალის საგზური პირველად მოიპოვა. რიო დე ჟანეიროდან 19 წლის ჩოგბურთელმა ნორვეგიელი კასპერ რუდი შუაღამის შემდეგ გამართულ შეხვედრაში 7-5, 7-6(6), 5-7, 6-2 დაამარცხა.
მომდევნო ეტაპზე ის იაკუბ მენშიკს შეხვდება. მსოფლიოს 27-ე ნომერმა ჩეხმა ანდრეი რუბლევთან გამართულ სანახაობრივ 1/8 ფინალურ შეხვედრაში სიმტკიცე გამოიჩინა და 6-3, 7-6(6), 4-6, 2-6, 6-3 გაიმარჯვა. მენშიკისთვისაც ეს გრანდ სლემის პირველი 1/4 ფინალია.
ქვედა ბადის მეორე 1/4 ფინალში მე-2 ნომრად განთესილი ალექსანდერ ზვერევი ახალგაზრდა ესპანელ ვარსკვლავს, რაფაელ ხოდარს შეხვდება.
ზვერევმა ნიდერლანდელ იესპერ დე იონგთან მაშინ მოუმატა, როდესაც პირველი სეტის ტაიბრეიკში 3-0 აგებდა. საბოლოოდ მან 7-6(3), 6-4, 6-1 მოიგო და მამაკაცთა ბადეში ყველაზე მაღალრეიტინგიან მოთამაშედ დარჩა.
ხოდარის თიხის სეზონი კი დღითი დღე უფრო შთამბეჭდავი ხდება. 19 წლის ესპანელმა მეგობარი და თანამემამულე პაბლო კარენო ბუსტა 4-6, 4-6, 6-1, 6-2, 6-2 დაამარცხა და თიხის საფარზე მიმდინარე სეზონში თავისი ბალანსი 19 მოგებამდე და 3 მარცხამდე გააუმჯობესა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

