VIDEO: მორიგი სენსაცია - საბალენკა როლან გაროსს გამოეთიშა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე როლან გაროსზე ქალთა თანრიგში მორიგი სენსაცია დაფიქსირდა.
მორიგ მეოთხედფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი არინა საბალენკა 23-ე ნომერ დიანა შნაიდერს დაუპირისპირდა.
შეხვედრა 2 საათი და 14 წუთი გაგრძელდა და შნაიდერის სენსაციური გამარჯვებით 3 სეტში (6-3, 5-7, 0-6) დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ საბალენკამ პირველი სეტი მოიგო და მეორე სეტსაც 5-3-ს იგებდა, თუმცა შემდეგ ბელარუსმა სპორტსმენმა ზედიზედ 10 გეიმი წააგო და როლან გაროსს 1/4 ფინალში გამოეთიშა.
რუსი დიანა შნაიდერი კი როლან გაროსის 1/2 ფინალში კარიერაში პირველად გავიდა, სადაც პოლონელ მაია ხვალინსკას შეხვდება.