-
Aa
+
ფონტის ზომა
საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე 54 გუნდიდან უკვე საბოლოოდ გარკვეულია თუ რომელ კალათაში იქნება 44 გუნდი.
მათ შორის უკვე ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს მე-3 კალათაში მოხვედრა უკვე გარანტირებული აქვს.
პირველი კალათა
ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, დანია, გერმანია, ბელგია, საბერძნეთი, ნორვეგია, ხორვატია (83.8%).
მეორე კალათა
უელსი, სერბეთი, თურქეთი, ჩეხეთი (83.8%), შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, უნგრეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვენია (91.4%), კოსოვო (55.6%).
მესამე კალათა
შოტლანდია (91.4%), ირლანდია (55.6%), უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი, რუმინეთი, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი (65.6%), ისლანდია (93.2%), სლოვაკეთი.
მეოთხე კალათა
ბელარუსი (65.6%), ესტონეთი (93.2%), კვიპროსი, ფარერის კუნძულები, ფინეთი, მოლდოვა, სომხეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლატვია, სან მარინო.
მეხუთე კალათა
მალტა, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი.
ხორვატიის, ჩეხეთის, სლოვენიის, კოსოვოს, შოტლანდიის, ირლანდიის, ალბანეთის, ისლანდიის, ბელარუსისა და ესტონეთის საბოლოო კალათები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გაირკვევა. (ამ გუნდებს ფრჩხილებში მიწერილი აქვთ, თუ რა ალბათობაა მათი აღნიშნულ კალათებში მოხვედრის.)
ერთა ლიგის ბოლო ტურში უკრაინის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-3 ადგილს დაიკავებს და 2027 წლის მარტში დივიზიონში დასარჩენი პლეიოფის თამაში აღარ მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი, დიდი ალბათობით, კლასიკურ საკვალიფიკაციო ეტაპზე 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდება და შესარჩევის თამაშს მარტშივე დაიწყებს.
უკრაინასთან ვერმოგების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრებს 2027 წლის მარტში C დივიზიონის გუნდთან პლეიოფის თამაში და B დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს, შესაბამისად საკვალიფიკაციო ეტაპზეც 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდება და შესარჩევის მატჩების გამართვას 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.
ევრო 2028-ზე შესარჩევი ჯგუფების გამარჯვებულები და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი ავტომატურად გავლენ, 4 უარესი მეორეადგილოსანი კი გამსვლელი გუნდის ვინაობას ერთა ლიგიდან პლეიოფში გადმოსულ გუნდებთან გაარკვევს.
ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისწყრა 6 დეკემბერს გაიმართება.
ბოლო ტურის წინ - რა მდგომარეობაა საქართველოს ნაკრების ჯგუფში?

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები