2026 წელს გასამართი ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრისთვის კალათები ცნობილია.
ფინალურ ეტაპს, რომელიც იანვარში გაიმართება, სამი ქვეყანა - დანია, შვედეთი და ნორვეგია უმასპინძლებს.
1 კალათა: საფრანგეთი (ევროპის ჩემპიონი) დანია, შვედეთი (მასპინძლები), გერმანია, უნგრეთი, სლოვენია
2 კალათა: პორტუგალია, ნორვეგია (მასპინძელი), ისლანდია, ხორვატია, ესპანეთი, ფარერები
3 კალათა: ავსტრია, ნიდერლანდები, მონტენეგრო, ჩეხეთი, პოლონეთი, ჩრდილო მაკედონია
4 კალათა: საქართველო, სერბეთი, შვეიცარია, რუმინეთი, უკრაინა, იტალია
წილისყრა 15 მაისს დანიაში გაიმართება, სადაც 6 ოთხგუნდიანი ქვეჯგუფი გამოვლინდება. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 2-2 გუნდი გადის.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური თბილისში საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვებით გაინაღდა.